თქვენი ტრადიციული რეცეპტი აუცილებლად მეორე ადგილზე გადაინაცვლებს. ყველა საჭირო რჩევას ნახავთ მხოლოდ ჩვენთან.

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

ტრადიციული ბორში ხორცის გარეშე

ეს ვარიანტი მოსწონს მას, ვისაც ხორცის გარეშე უყვარს წვნიანი. ძალიან მდიდრული, სურნელოვანი და სქელი კერძია, გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მე ასე მომზადებული ყველაზე მეტად მომწონს.

ინგრედიენტები: ლობიო 50 გ. სტაფილო 40 გ. ხახვი 30 გრ. ჭარხალი 50 გრ. კარტოფილი 2 ცალი. ტომატის პასტა 1 ს.კ. შაქარი 1 ჩ.კ. მარილი გემოვნებით. თეთრი კომბოსტო 40 გრ. ბულგარული წიწაკა 30 გრ. მზესუმზირის ზეთი 4 ს.კ. მწვანილი 1 კონა. ვაშლი( უმჯობესია მჟავე) 30 გ. ყაბაყი 40 გ.

მომზადება

ლობიო ღამით დაალბეთ წყალში. შემდეგ მოხარშეთ სრულ მზადყოფნამდე.

- Advertisement -
Ad imageAd image

გაასუფთავეთ და გარეცხეთ ხახვი, სტაფილო, კარტოფილი და ჭარხალი.

აადუღეთ 1.25 ლიტრი წყალი. კარტოფილი ოთხ ნაწილად დავჭრათ და ჩავუშვათ მდუღარე წყალში.

გახეხეთ სტაფილო და ჭარხალი. ზეთში მოშუშეთ. დაამატეთ შაქარი, ტომატის პასტა და იმდენი წყალი, რომ დაიფაროს  ბოსტნეული და სანელებლები. მოხარშეთ რამდენიმე წუთი და გადაიტანეთ ქვაბში, სადაც კარტოფილია.

დაჭერით ვაშლი და ყაბაყი კუბიკებად და დაამატეთ წვნიანს.

ზეთში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი და დაამატეთ ბორშს. დაჭერით კომბოსტო და ბულგარული წიწაკა წვრილად და მოხარშულ ლობიოსთან ერთად დაამატეთ, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე მანამ, სანამ კომბოსტო არ დარბილდება. ბოლოს დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, ზეთი, ადუღეთ 10-15 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან.

- Advertisement -
Ad imageAd image

ასეთ ბორშს ყველა სიამოვნებით შეჭამს. არასდროს არის ბევრი, ბევრჯერ მიფიქრია დარჩენილი კერძის მაცივარში შენახვაზე, მაგრამ სადილის შემდეგ ქვაბი ცარიელდება.

გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებს, იქნებ მათაც გადახედონ თავის ტრადიციულ რეცეპტს.

კითხვის გაგრძელება #shenisupra

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თქვენი ტრადიციული რეცეპტი აუცილებლად მეორე ადგილზე გადაინაცვლებს. ყველა საჭირო რჩევას ნახავთ მხოლოდ ჩვენთან.. 21 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ტრადიციული-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi