ზამთრის კერძში კლასიკური ინგრედიენტების შესანიშნავი შეხამებაა: კომბოსტო, ლობიო და ხორცი. საკმაოდ ხელმისაწვდომია და საოცრად გემრიელი!
ზამთრის ამ რეცეპტისთვის კომბოსტოს მწნილიც გამოგადგებათ. ხორცი გემოვნების მიხედვით შეარჩიეთ. ლობიო – მოხარშული ან დაკონსერვებული.
ინგრედიენტები:
1 თავი კომბოსტო
250 გრ მოხარშული ლობიო
250 გრ ღორის ხორცი
1 ც ხახვი
2-3 კბილი ნიორი
3 ს.კ. ტომატის პასტა
3 ს.კ. წყალი
1 ც. სტაფილო
1 ჩ.კ. პაპრიკა
1 ჩ.კ. ბეგქონდარა
ზეთი გემოვნებით
მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება:
დაჭერით კომბოსტო.
დაჭერით კუბიკებად ღორის ხორცი, ჩაასხით სქელძირიან ქვაბში ზეთი და შეწვით ხორცი.
დაამატეთ კომბოსტო, მარილი, პილპილი და კარგად მოურიეთ.
წვრილად დაჭერით ხახვი, გახეხეთ სტაფილო, მოთუშეთ ზეთში, შემდეგ დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და სუნელები.
როცა ბოსტნეული მოითუშება, დაუმატეთ წყალში გახსნილი ტომატის პასტა.
ხორცსა და კომბოსტოს დაუმატეთ ლობიო და მოშუშეთ. დაუმატეთ ბოსტნეული, მოურიეთ. დააფარეთ თავსახური და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ რამდენიმე ხანი. შემდეგ გამორთეთ გაზქურა და კიდევ 15-20 წუთი გააჩერეთ კერძი.
ნოყიერი და გემრიელი ვახშმისთვის კერძი მზადაა. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!
კითხვის გაგრძელება #shenisupra
#drpkhakadze#გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით
ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkim
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ზამთრის პოპულარული კერძი – ჩაშუშული კომბოსტო ლობიოსთან ერთად!. 17 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ზამთრის-პოპულარული-კერძი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T06:51:39+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

