ფსალმუნები, რომელიც იკითხება ჯადოს საწინააღმდეგოდ და მძიმე ცოდვათაგან დასაცავად

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

არ არსებობს ცხოვრებისეული შემთხვევა, რომელსაც ფსალმუნი არ “შველოდეს”. მწუხარებასა და სასოწარკვეთილებაში მყოფ ადამიანს ამხნევებს და იმედის სხივს ჰფენს, მედიდურსა და გაამპარტავნებულს აფრთხილებს და საკუთარ უსუსურობაზე მიუთითებს, ურწმუნოს ღვთის რწმენას უღვივებს, ბედნიერ ადამიანს ღვთის მადლიერების გრძნობას უღვიძებს, ცოდვილს – სინანულს. ფსალმუნი ის წამალია, რომელიც ადამიანის ყოველგვარ სულიერ ავადმყოფობას კურნავს…

ფსალმუნის უმთავრესი საგალობელია ღმერთი – დაუსაბამო, უკვდავი, ყოვლისშემძლე, ყველაფრის გამგებელი, ყოვლისშემქმნელი, გულმართალი, მართლმსაჯული, სახიერი (კეთილი), მრავალმოწყალე, ბრძენი, საშინელი, კაცთმოყვარე.

სულ 150 ფსალმუნია, რომელიც 20 კანონის სახით გვაქვს. წმინდა მამათა რჩევა-დარიგების მიხედვით, ეს ფსალმუნები, სხვადასხვა საჭიროებისათვის შეგვიძლია წავიკითხოთ.

სულიერი მღელვარების ჟამს შეგვიძლია წავიკითხოთ 30-ე ფსალმუნი;

- Advertisement -
Ad imageAd image

მწუხარებისა და შეჭირვების ჟამს – ფსალმუნები – 3, 12, 21, 68,76, 82 და 142-ე;

სულიერი სნეულების ჟამს – ფს. 36, 39, 53 და 69;

დაცული რომ იყო მძიმე ცოდვათაგან – ფს.18;

სახლიდან გასვლის წინ – ფს.31;

ჯადოს და ჯადოქრობის საწინააღმდეგოდ – ფს.49, 53, 58, 139, 63;

- Advertisement -
Ad imageAd image

შენს წინააღმდეგ ბრალდებათა და ცილისწამებათა ჟამს – ფს. 4, 7, 36, 51;

მიცვალებულთათვის – ფს. 50, 118;

სამადლობელი მტერზე გამარჯვებისას – ფს.17;

მოწყინებისა და უნებლიე მწუხარებისას – ფს. 90, 26,101;

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ფსალმუნები, რომელიც იკითხება ჯადოს საწინააღმდეგოდ და მძიმე ცოდვათაგან დასაცავად. 17 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ფსალმუნები-რომელიც-იკით/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi