სამშაბათი, იანვარი 13, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოცნობილია დაიან კიტონის გარდაცვალების მიზეზი

ცნობილია დაიან კიტონის გარდაცვალების მიზეზი

დაიან კიტონის გარდაცვალების შემდეგ მისი ახლობლები მსახიობის შესახებ საუბრობენ.

PEOPLE-ისთვის ექსკლუზიურ განცხადებაში ოსკარის მფლობელი მსახიობის ოჯახმა დაადასტურა, რომ ის 11 ოქტომბერს პნევმონიით გარდაიცვალა. ოჯახმა ფანებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„კიტონების ოჯახი ძალიან მადლიერია იმ არაჩვეულებრივი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიიღეს მათი საყვარელი დაიანის სახელით, რომელიც 11 ოქტომბერს პნევმონიით გარდაიცვალა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი, დაიან კიტონი 79 წლის იყო.

კიტონს, რომელმაც პოპულარობა 1970-იან წლებში მოიპოვა, ცნობილ ფილმებში აქვს როლები შესრულებული, მათ შორის, “ნათლია,” “ენი ჰოლი,” “სიყვარული წესების გარეშე” და “პირველი ცოლების კლუბი”.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  „ირანის წინააღმდეგ ოპერაცია იმისთვის დავიწყეთ, რომ ისრაელისთვის ბირთვული და ბალისტიკური საფრთხე აგვეცილებინა“-ისრაელის პრემიერ-მინისტრი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი