6-თვიანი ვადით გაწვეულმა სამხედრო მოსამსახურეებმა საველე პრაქტიკული სწავლება გაიარეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მუხროვანში, გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6 თვიანი ვადით გაწვეული სამხედრო მოსამსახურეების საველე სწავლება ჩატარდა.

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის, 43-ე ბატალიონის წვევამდელებმა წყლის დაბრკოლების გადალახვაში პრაქტიკული წვრთნები გაიარეს.

სწავლება, მდინარის ფორსირების სხვადასხვა მეთოდს და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენების შესწავლას მოიცავდა. სწავლების მიზანი იყო სამხედროების საბრძოლო მზადყოფნისა და უნარ-ჩვევების გაძლიერება რეალურ გარემოში.

2025 წლიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გადიან. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მიზნად ისახავს ძლიერი თავდაცვის რეზერვის შექმნასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

- Advertisement -
Ad imageAd image

კითხვის გაგრძელება….

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). 6-თვიანი ვადით გაწვეულმა სამხედრო მოსამსახურეებმა საველე პრაქტიკული სწავლება გაიარეს. 14 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/პრაქტიკული-სწავლება/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi