ღვეზელი -მარტივად მოსამზადებელი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

დღეს ჩვენ ვიზიარებთ წარმოუდგენლად ნაზი, წვნიანი და სურნელოვანი ნამცხვრის რეცეპტს. გეტყვით, როგორ მოვამზადოთ გემრიელი ვაშლის ღვეზელი უმარტივესი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით. ასე რომ იჩქარეთ სამზარეულოში და დაიწყეთ გემრიელი დესერტის შექმნა!

გემრიელი ვაშლის ღვეზელი

ინგრედიენტები

2-3 კვერცხის გული

180 გრ ხორბლის ფქვილი

- Advertisement -
Ad imageAd image

50 გრ კარაქი

3 საშუალო ვაშლი

100 გრ შაქარი

რძე 125 მლ

1,5 ჩ.კ ფქვილი

- Advertisement -
Ad imageAd image

1/3 ჩ.კ მარილი

1 პაკეტი ვანილის შაქარი

3 ს.კ. შაქარი

შაქრის პუდრა

მომზადება

ჯერ უნდა ათქვიფოთ კვერცხის გულები  შაქრით მიქსერით.

შემდეგ მათ დაუმატეთ რძე, ვანილის შაქარი, მარილი, 25 გრ გამდნარი კარაქი და გამაფხვიერებელი. კარგად ათქვიფეთ და ცომი მოათავსეთ საცხობ ფორმაში.

ვაშლები გაფცქვენით, დაჭერით ნაჭრებად და ლამაზად დაალაგეთ ცომზე ფორმაში.

ცომს ვაშლით დაასხით დარჩენილი გამდნარი კარაქი. და ასევე მოაყარეთ სამი სუფრის კოვზი შაქარი.

გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ ნამცხვარი 30-35 წუთის განმავლობაში. მზადყოფნა შეამოწმეთ  ხის ჩხირით. გირჩევთ ცხელ გამომცხვარ ღვეზელს შაქრის პუდრა მოაყაროთ და მიირთვათ.

გემრიელად მიირთვით! გარწმუნებთ, რომ ჩვენი რეცეპტით ღვეზელის მომზადების შემდეგ სხვა შარლოტას დაივიწყებთ.

კითხვის გაგრძელება #shenisupra

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ღვეზელი -მარტივად მოსამზადებელი. 14 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ღვეზელი-მარტივად-მოსამზ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi