„ჰამასმა“ 20-ვე ცოცხალი მძევალი გაათავისუფლა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

„ჰამასმა“ 20-ვე გადარჩენილი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. ეს ორ ეტაპად მოხდა. თავიდან „ჰამასმა“ წითელ ჯვარს 7 მძევალი გადასცა, შემდეგ კი დარჩენილი 13. ისრაელის მხარისთვის გადაცემის შემდეგ მძევლები სამედიცინო შემოწმებას გადიან, მერე კი ახლობლებს ხვდებიან.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე გათავისუფლებულის ფოტოც გამოაქვეყნეს.

შემდეგ ეტაპზე ისრაელში ტყვეობაში დაღუპული 27 მძევლის ცხედარს მიიღებენ. ისრაელს ასევე გადაეცემა 2014 წელს მოკლული ჯარისკაცის ნეშტი.

შეთანხმების მომდევნო ეტაპი ისრაელში მყოფი პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ციხეებიდან 2 ათასამდე პალესტინელს გაუშვებენ.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „ჰამასმა“ 20-ვე ცოცხალი მძევალი გაათავისუფლა. 13 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ჰამასმა-20-ვე-ცოცხალი-მძე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi