კვირა, ნოემბერი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა27 წლის გოგონა, რომელიც მხოლოდ ხილით იკვებებოდა, კუნძულ ბალიზე გარდაცვლილი ნახეს

27 წლის გოგონა, რომელიც მხოლოდ ხილით იკვებებოდა, კუნძულ ბალიზე გარდაცვლილი ნახეს

27 წლის პო­ლო­ნე­ლი კა­რო­ლი­ნა კრჟი­ჟა­კი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხი­ლის დი­ე­ტას იცავ­და, კუნ­ძულ ბა­ლი­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. დი­აგ­ნო­ზად დას­ხელ­და ორ­გა­ნიზ­მის გა­მო­ფიტ­ვა. რო­დე­საც სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ქა­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს, ის მხო­ლოდ 23 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და.

კა­რო­ლი­ნა ვარ­შა­ვა­ში და­ი­ბა­და, შემ­დეგ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც ლიდსის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა. სწო­რედ იქ და­ი­წყო გო­გო­ნას დი­ე­ტის ის­ტო­რია. თა­ვი­დან მან უარი თქვა ხორ­ცზე, შემ­დეგ კი ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის ყვე­ლა პრო­დუქტზე.

კრჟი­ჟაკ­მა იოგა და აღ­მო­სავ­ლუ­რი ფი­ლო­სო­ფია შე­ის­წავ­ლა, სა­ბო­ლო­ოდ კი გა­და­წყვი­ტა, რომ საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა სა­ზი­ა­ნოა. ბოლო წლებ­ში ის თით­ქმის ექ­სკლუ­ზი­უ­რად უმი ხი­ლით იკ­ვე­ბე­ბო­და.

ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, კა­რო­ლი­ნამ წო­ნა­ში კლე­ბა ჯერ კი­დევ სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო. კბი­ლე­ბი ეფშვნე­ბო­და, ფრჩხი­ლე­ბი ემტვრე­ო­და, და­უ­სუტტ­და ძვლე­ბი. მას ჰქონ­და ძლი­ე­რი გა­მო­ფიტ­ვის კლა­სი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი.

გო­გო­ნა მხო­ლოდ ქა­ვილ­ზე, გა­მო­ნა­ყარ­სა და მუც­ლის შე­ბე­რი­ლო­ბა­ზე ჩი­ო­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს “დე­ტოქ­სით” ხსნი­და. რო­დე­საც მე­გობ­რე­ბი ექიმ­თან მის­ვლას სთა­ვა­ზობ­დნენ, კა­რო­ლი­ნა პა­სუ­ხობ­და, რომ ორ­გა­ნიზ­მი თა­ვად გა­იწ­მინ­დე­ბო­და.

2024 წელს ის ბა­ლი­ზე გა­ემ­გზავ­რა და კუნ­ძუ­ლის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე პა­ტა­რა სა­კუ­რორ­ტო სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნავ­და. თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, რომ გო­გო­ნა ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი იყო, ჩაც­ვე­ნი­ლი თვა­ლე­ბით, გამ­ხდა­რი ხე­ლე­ბი­თა და გა­მო­წე­უ­ლი ძვლე­ბით. ის თით­ქმის ვერ და­დი­ო­და, მაგ­რამ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა­ზე უარი თქვა და სთხო­ვა, მხო­ლოდ ახა­ლი ხილი და წყა­ლი მო­ე­ტა­ნათ მის­თვის.

სას­ტუმ­როს პერ­სო­ნალ­მა ის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 3 დღე­ში ნახა. სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტებ­მა ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი არ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. განაგრძეთ კითხვა

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი): ამიერიდან ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის გამზირი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი