ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიკლინიკა „ჰერას“ პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვარლიანი: “ჩვენ ვართ ხიდი ექიმსა და...

კლინიკა „ჰერას“ პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვარლიანი: “ჩვენ ვართ ხიდი ექიმსა და პაციენტს შორის”

კლინიკა „ჰერას“ პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვარლიანი

საქართველოს ისტორიაში პირველად საავადმყოფოებში “პაციენტთა და ოჯახის წევრთა საბჭოები” იქმნება.

“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტისა” (PHIG) და “აკრედიტაცია კანადის” თანამშრომლობით ჩამოყალიბდა “საქართველოს პაციენტთა საბჭოების სამდივნო”, რაც პაციენტთა აქტიური ჩართულობის სტრუქტურირებული, მდგრადი და კულტურულად სენსიტიური პლატფორმის შექმნის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ინიციატივა მოიცავს 20 “პაციენტთა და ოჯახის წევრთა მრჩეველთა საბჭოს” (PFAC) მხარდაჭერას, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკაში ფუნქციონირებენ.

რა არის პაციენტთა საბჭოების სამდივნო? 

პაციენტთა საბჭოების სამდივნო წარმოადგენს ცენტრალიზებულ ორგანოს, რომელიც მხარს უჭერს პაციენტთა და ოჯახის წევრთა მრჩეველთა საბჭოების (PFAC) შექმნას, ფუნქციონირებას და ეფექტიანობას. ეს საბჭოები საშუალებას აძლევენ პაციენტებს და ოჯახებს, აქტიურად ითანამშრომლონ ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებთან და მენეჯმენტთან, პაციენტთა საჭიროებებისა და შეხედულებების გათვალისწინებით.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში პაციენტთა საბჭო შეიქმნა კლინიკა “ჰერაში”, რომლის თავმჯდომარეც ნინო გვარლიანი გახლავთ. pacienti.ge მასთან ინტერვიუს გთავაზობთ: 

“როდესაც მივიღე შეთავაზება „ჰერადან“ და გავხდი პაციენტთა საბჭოს ბორდის წევრი, ძალიან გამიხარდა. ეს ჩემთვის განსაკუთრებული პატივი იყო, რადგან „ჰერასთან“ დიდი ხანია, მაქვს ძალიან დადებითი ურთიერთობა და ეს კლინიკა ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს ჩემში.

სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან მეგონა, რომ ეს საკმაოდ რთული იქნებოდა, მაგრამ იმდენად მეგობრული გარემო დამხვდა როგორც თავად „ჰერასგან“, ასევე ბორდის სხვა წევრებისგან, რომ მალევე ვიგრძენი თავი, როგორც ოჯახში.

გვაქვს შეხვედრები როგორც ონლაინ, ასევე კლინიკაში. ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს, ვცვლით წინადადებებს. „ჰერა“ ძალიან ბევრ შემთხვევაში გვეთანხმება და ჩვენს რეკომენდაციებს ითვალისწინებს, რაც ყველაზე მეტად მომწონს.

ის, რომ კლინიკამ მიაღწია აკრედიტაციას – ეს თანამშრომლობისა და შრომის შედეგია. მომავალშიც გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას, ძირითადად ონლაინ, თუმცა, ხანდახან კლინიკაშიც შევხვდებით ერთმანეთს.

კითხვის გაგრძელება

  როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 7 მლნ ლარად იყიდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი