თბილისში ქირა გაიაფდა – რომელ უბნებში იქირავებთ ბინას ყველაზე ძვირად/იაფად

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

თბილისში საცხოვრებელი ბინების ქირა 5%-ით გაიაფდა, – აღნიშნულის შესახებ ირკვევა „გალთ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების ბაზრის კვლევიდან.

უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად 2025 წლის ივნისში 1 კვ.მ-ის ქირის ფასი საშუალოდ 9.4 დოლარი იყო, გასული წლის იმავე პერიოდში კი 9.9 დოლარი. რაც შეეხება თვის ჭრილში ფასის ცვლილებას, მაისთან შედარებით ქირა ივნისში მცირედით გაძვირდა. კერძოდ, მაისში 1 კვ.მ-ის ქირის ფასი 9.3 დოლარი იყო.

„2025 წლის ივნისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ2) ქირის ფასი თვეში,1.2%-ით გაიზარდა და კვადრატულზე 9.4 აშშ დოლარი შეადგინა“, – აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში.

სად იქირავებთ ბინას ყველაზე ძვირად და იაფად

- Advertisement -
Ad imageAd image

 

უბნების მხრივ, დედაქალაქში ბინას ყველაზე ძვირად ვაკეში იქირავებთ, ხოლო ყველაზე იაფად სამგორში. უფრო კონკრეტულად, თბილისის სხვადასხვა ნაწილში ქირის ფასები კვ.მ-ზე ასე განისაზღვრებოდა:

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისში ქირა გაიაფდა – რომელ უბნებში იქირავებთ ბინას ყველაზე ძვირად/იაფად. 9 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისში-ქირა-გაიაფდა-რო-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi