აქციის ერთ-ერთი მონაწილე, იაშვილის კლინიკაში ბავშვებს გასაყუჩებელ მორფს პარავდა და “ეს ვიგინდარა ახლა რუსთაველი გამზირზე გამოდის” და ევროპას მათ ასწავლის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერი-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ასეთ ადამიანებს გაეცემათ საკადრისი პასუხი, კანონის ფარგლებში.
“ერთ-ერთი აქციის მონაწილე ბავშვებს პარავდა იაშვილის კლინიკაში გასაყუჩებელ მორფს. ეს ვიგინდარა ახლა გამოდის და გვასწავლის ჩვენ ევროპას. ეს მართლა ვიგინდარა, მეტი სიტყვა არ შეიძლება ამ ადამიანის მიმართ გამოიყენო, იაშვილიდან გააგდეს იმის გამო, რომ ბავშვებს პარავდა გასაყუჩებელ მორფს, მკურნალობისთვის განკუთვნილ მორფს. ეს ვიგინდარა გამოდის და ახლა ევროპაზე მელაპარაკება რუსთაველის გამზირიდან. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს გაეცემათ საკადრისი პასუხი, კანონის ფარგლებში. ყველა უცხოელ აგენტს კანონის ფარგლებში, მაგრამ საკადრისი, მკაცრი პასუხი გაეცემა, რომელიც თავს აფარებს ამ პოლიტიკურ პროცესს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


