ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„მიუშვებენ ახალგაზრდებს, თვითონ იმალებიან - რადიკალები ამისთვის დიდი ხანია ემზადებოდნენ და მსხვერპლზე...

„მიუშვებენ ახალგაზრდებს, თვითონ იმალებიან – რადიკალები ამისთვის დიდი ხანია ემზადებოდნენ და მსხვერპლზე ჰქონდათ აქცენტი, რათა მუხტი აეწიათ“-ამირან სალუქვაძე

ვიცით ჩვენ ამ აქციების ანატომია და ყოველთვის არის შიში, რომ არ მოხდეს სისხლის ღვრა, არ დაიღუპოს ვინმე, თუნდაც შემთხვევით და ყოველთვის არსებობს ეს მოლოდინი. რა თქმა უნდა, გამორიცხული ამ ძალებისგან არაფერია – მიდიან ვა-ბანკზე, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, როდესაც კონკრეტული ჯგუფის მიერ ადგილი ჰქონდა ხელისუფლების დამხობის მცდელობას.

ის სუსის მიერ იარაღის აღმოჩენასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რადიკალები ამისთვის დიდი ხანია ემზადებოდნენ და მსხვერპლზე ჰქონდათ აქცენტი, რათა მუხტი აეწიათ. მას მიაჩნია, რომ სამართალდამცველების კვალიფიცირდა ქმედებებს პროცესზე გავლენა ჰქონდა.

„გუშინაც არ დაუმალავთ, რომ ვა-ბანკია ეს მათი მხრიდან – ბოლო გაფართხალება, როგორც ამბობენ. თუმცა, არ მგონია, რომ თუნდაც გუშინდელი ჩავარდნილი ე.წ. მშვიდობიანი დამხობის შემდეგ ისინი დამშვიდდნენ. რა დავალებებიც ექნებათ, იმ დავალებებს შეასრულებენ“, – განაცხადა სალუქვაძემ.

ძალოვანი უწყებების კვალიფიციურმა მოქმედებებმა გავლენა იქონია ამ პროცესზე. მოხდა ის, რაც იყო წინა აქციების დროს. „ნაცმოძრაობის“ ლიდერების უმეტესობა არც გამოჩენილა. და ვინც გამოჩნდა, გაქრნენ, როდესაც ახალგაზრდები პრეზიდენტის რეზიდენციის ასაღებად გაუშვეს. მიუშვებენ ახალგაზრდებს, თვითონ იმალებიან. იქიდან გამომდინარე, რომ ჰქონდათ ეს დავალება და ზრახვები და აღარც მალავდნენ, რისთვის ემზადებოდნენ და არ მალავდნენ, რომ ეს იყო ბოლო შანსი“, – განაცხადა სალუქვაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით აღმოაჩინა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  წყალი შეწყდება- გადაამოწმეთ მისამართები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი