ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაცნობილია ვის გაეზრდება ხელფასი 2026 წლიდან

ცნობილია ვის გაეზრდება ხელფასი 2026 წლიდან

2026 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში ხელფასები ისევ იზრდება – ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტში.

კერძოდ, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიხედვით, ხელფასები 10%-ით გაეზრდება საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს.

შედეგად, როგორც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, ბოლო 4 წლის განმავლობაში საჯარო სექტორში ხელფასები 46%-ზე მეტით გაიზრდება.

უფრო კონკრეტულად, განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ 1-ელი იანვრიდან ხელფასები 10%-ით გაეზრდებათ:

პოლიციელებს;

ჯარისკაცებს;

საჯარო სკოლების მასწავლებლებს;

ბაღის თანამშრომლებს;

პირველადი ჯანდაცვის პერსონალს.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, საჯარო სკოლების მასწავლებელთა საშუალო ხელფასის ზრდა 700-800 ლარის ფარგლებში მოხდება, ხოლო საბავშვო ბაღების პერსონალის საშუალო ხელფასის 400-500 ლარით.

აღსანიშნავია, რომ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის შესაბამისად, მომავალი წლიდან გაიზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურებაც

აქვე შეგახსენებთ, რომ 2026 წლის იანვრიდან გაიზრდება ასაკობრივი პენსიაც. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება.

აღსანიშნავია, რომ ეს არის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  „როგორ მოახერხა ამ ახალგაზრდა ადამიანმა, ამხელა სიყვარულის დატოვება…სამაგალითო მღვდელი და მეგობარი, ცხოვრობდა ისე, რასაც ქადაგებდა და ქადაგებდა ისე, როგორც ცხოვრობდა!“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი