„გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით“ – შს მინისტრი გუშინდელი პროცესების შემდეგ, დაკავებულთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის ორგანიზებისთვის დაკავებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

„გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით, 5 ადამიანი არის დაკავებული. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად, ყველა პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ, ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცესში მიეცემა“, – განაცხადა გეკა გელაძემ.

კითხვაზე უნდა ველოდოთ თუ არა იმას, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზრდება, გეკა გელაძემ უპასუხა, რომ „რა თქმა უნდა“.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით“ – შს მინისტრი გუშინდელი პროცესების შემდეგ, დაკავებულთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს. 6 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გამოძიება-დაწყებულია-ჯგ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi