კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება"მამაკაცი ძლივს გამოვგლიჯეთ სიკვდილს ხელიდან" - რა სიმპტომებით ხასიათდება სოკოთი მოწამვლა

“მამაკაცი ძლივს გამოვგლიჯეთ სიკვდილს ხელიდან” – რა სიმპტომებით ხასიათდება სოკოთი მოწამვლა

ზესტაფონში, კლინიკა “ფერომედში” სოკოთი მოწამვლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. დაახლოებით 30-მდე პაციენტმა მიმართა მათ სხვადასხვა ჩივილებით. ბევრის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო, თუმცა გადაუდებელი, კომპლექსური მკურნალობის შემდეგ ექიმებმა მათი გამოჯანმრთელება შეძლეს. ყველა შემთხვევაში ადამიანებმა თავისი ხელით მოპოვებული სოკო მიირთვეს და იმით მოიწამლნენ.

მთელ საქართველოში სოკოს აქტიური სეზონია, მინდვრებში, ტყეებში, განსაკუთრებით იმერეთში დიდი რაოდენობით სოკო მოვიდა, მოსახლეობა გადის სოკოს მოსაპოვებლად, ყველას ჰგონია, რომ იღებს საკვებად ვარგის სოკოს, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ხდება შეცდომა, რასაც მოსდევს სოკოთი მოწამვლის შემთხვევები, ამიტომ ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას. უნდა გახსოვდეთ, რომ ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივი სოკო, შეიძლება შეიცავდეს ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს. სოკოთი მოწამვლისას გადამწყვეტია დროულად კლინიკამდე მისვლა.

– რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ ყურადღება, როცა მიირთმევენ სოკოს და რა დროში გამოვლინდება მოწამვლა?

– დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, მაქსიმუმ ორი საათის შემდეგ, შეიძლება სამი საათის შემდეგაც გამოვლინდეს. ეს არის თავბრუსხვევა, გაორება, კიდურების კანკალი, თითქოს ხელს ვერ იმორჩილებს ადამიანი, რომ რაიმე გააკეთოს, ეს არის პირველადი სიმპტომები, მერე შეიძლება დიარეაც წამოვიდეს, გულისრევა, ღებინება, კიდევ ვამბობ, დრო არ უნდა დაიკარგოს. ზოგადად რომელმა სოკომ გამოიწვია მოწამლა ამის თქმა არ შემიძლია, თუმცა შეიძლება ყველა სოკოს ჰქონოდა თავისი ორეული და სოკოს ორეული მითუმეტეს იწვევს ძალიან ცუდ ინტოქსიკაციას. გამოიხატება თავიდან კიდურების კანკალით, გაორებით, თავბრუსხვევით. შეღებინების შეგრძნებით, შეიძლება დიარია ჰქონდეთ და შემდეგ უკვე გონების დაკარგვით, რომელიც უკვე არის ძალიან რთული გართულება და შეიძლება სიკვდილითაც კი დამთავრდეს. ესე იგი, ჩვენი კლინიკის სასახელოდ უნდა ითქვას, დაწყებული ემერჯენსის განყოფილებიდან მობილიზებულად გაკეთდა ამ პაციენტების დახვედრა, იმიტომ, რომ საგანგებო სამსახური მირეკავს წინასწარ და მეუბნება, რომ მოჰყავთ მძიმე პაციენტები, ამ ეტაპზე, ამ შემთხვევაში სოკოთი მოწამლულები. შემდეგ ვხვდებით ჯგუფი უკვე მზად ყოფნაში. ემერჯენსის განყოფილებაში აქტიური პირველადი დახმარება იწყება, შემდეგ სიმძიმის გათვალისწინებით რეანიმაციულ განყოფილებაში უგრძელდებათ დახმარება. დაახლოებით სამი-ოთხი დღე ჭირდებათ კლინიკაში დაკვირვება ასეთ დროს, იმიტომ, რომ თითქმის ყველა სოკოს ორეული იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის თირკმელის, ღვიძლის დაზიანებას, ამიტომ დღეში რამდენიმეჯერ კეთდება ანალიზები, მუდმივი კონტროლი ხდება ავადმყოფების, ჰემოდინამიკის მაჩვენებლის და სუნთქვის მაჩვენებლების. ამ სამი-ოთხი დღის შემდეგ თუ ყველა მაჩვენებლები იქნება ნორმაში, მერე უკვე ეწერებიან ბინაზე სათანადო დანიშნულებით და დარიგებით. გუშინ კომატოზურ მდგომარეობაში შემოსული მამაკაცი, მართლა ძლივს გამოვგლიჯეთ სიკვდილს ხელიდან. დღეს უკვე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. კიდევ ერთხელ, მინდა ვთხოვო ზესტაფონის მაცხოვრებლებს და ასევე სოკოს მოყვარულებს, რომ გამოიჩინონ სიფრთხილე. არა მარტო ზესტაფონში, როგორც ვიცი, ტყიბულის და მისი შემოგარენის ტყეებში მოპოვებული სოკოც იყო შხამიანი. ძალიან ფრთხილად იყვნენ სოკოს მიღებაზე, მოწამვლის რაოდენობა გაიზრდება და არ დამთავრდეს ცუდი შედეგით. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ავადმყოფის მიღებისთვის, მოვლისთვის და გამოჯანმრთელებისთვის, მაგრამ ძალიან საშიშია, ეს უნდა გვახსოვდეს. საკვების მიღებიდან ორიდან 12 საათი არის ძალიან საყურადღებო. ეს საათებია, როცა სოკოს ნებისმიერი ტოქსინი იწყებს გააქტიურებას. შეიძლება პირველი ორი… სამი საათი ავადმყოფს არაფერი არ აღენიშნებოდეს და შემდეგ დაეწყოს თავბრუსხვევა, ხელის კანკალი, ჰალუცინაცია, გაორება და ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყვნენ სოკოს მომხმარებლები, რომ ნებისმიერი ნიშნის გაჩენისთანავე მომართონ კლინიკას. სანამ სოკოს სახლში მიიტანთ, დარწმუნდით, რომ ის საფრთხის შემცველი არ იქნება. ძალიან სიფრთხილე უნდა შერჩევას.

  26 მარტი - გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა! - გურამ დოჩანაშვილის 25 ფრაზა

ექიმ ტოქსიკოლოგ ოთარ დიხამინჯიას თქმით, სოკოს მოწამვლის ფაქტები ასევე დაფიქსირდა კახეთში და აჭარაშიც.

ოთარ დიხამინჯია, ტოქსიკოლოგი:

– ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე რამდენიმე ჰოსპიტალს ვფარავ საქართველოს მასშტაბით, ზესტაფონის კლინიკაც ამ რიცხვშია, სოკოთი მოწამლის ფაქტები დაფიქსირდა ასევე კახეთის რამდენიმე საავადმყოფოში, აჭარაში და შიდა ქართლშიც. ყველაზე მეტი შემთხვევა არის ზესტაფონში. ერთ დღეში ერთი ოჯახიდან შევიდა მარტო ხუთი წევრი, შემდეგ მეორე დღეს ასევე ოჯახის რამდენიმე წევრი. ყველას აღენიშნებოდა ერთი და იგივე სიმპტომები, ჰალუცინაციები, აღგზნება, ცნობიერების გაუარესება და ასე შემდეგ. რეანიმაციაში მოხვდნენ პაციენტები და ვითარება მძიმე იყო. ყველამ მიირთვა ველური სოკო, ანუ ტყეში დაკრეფილი სოკო. მინდა ძალიან მკაფიოდ მიიტანოთ მოსახლეობამდე ჩემი რეკომენდაცია, როგორც ტოქსიკოლოგის. არავითარ შემთხვევაში არ მიირთვან ტყეში დაკრეფილი სოკო, რაც არ უნდა ექსპერტებად მიაჩნდეთ საკუთარი თავი, რადგან მოწამვლისგან დაზღვეული არავინ არ არის. ამით თავიდან ავიცილებთ გაუთვალისწინებელ და მძიმე შედეგებს. ამ დღეებში კახეთში ორი შემთხვევა იყო, ერთი შემთხვევა იყო აჭარაში. სიმპტომები ყველა შემთხვევაში არის იდენტური, შემდეგ გადადიან უგონო მდგომარეობაში. უნდა ახსოვდეს ყველას, რომ ერთი სოკოს გვერდით მეორე სოკო შეიძლება იყოს შხამიანი. , რაც იწვევს ინტოქსიკაციას. ადამიანს ეწყება ეგრეთწოდებული სოკოთი გამოწვეული ნევროლოგიური დარღვევები. ძალიან რთული პროცესია, როცა ადამიანს ჰგონია, რომ ეს არის საჭმელად ვარგისი სოკო, შეიძლება მისი ანალოგი აღმოჩნდეს იქ, რომელიც არის შხამიანი და გამოიწვიოს მძიმე და გამოუსწორებელი შედეგები. ამიტომ მიდგომა არის ძალიან მკაფიო და მარტივი, რომ ტყეში დაკრეფილი სოკო არის საშიში, მიირთვან მხოლოდ და მხოლოდ სათბურებში მოყვანილი სოკო, რომელიც არის უსაფრთხო და შეუძლიათ გამოიყენონ ის. სხვა შემთხვევაში ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ტყეში მოკრეფილი სოკო არის საშიში და შეიძლება დაგდეს გაუთვალისწინებელი შედეგი.

– ბატონო ოთარ, რამდენ ხანში შეიძლება გამოვლიდეს ინტოქსიკაციის ნიშნები?

– როგორც წესი, დაახლოებით ეს დრო არის ორიდან ოთხ საათამდე საშუალოდ, როცა უკვე ეწყებათ პაციენტებს სიმპტომები და მაშინვე სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი კლინიკაში გადაყვანა. მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია პრევენცია. თავიდან რომ ავიცილოთ ეს მძიმე შედეგები ამის ერთადერთი და სწორი ქმედებაა უარი ვთქვათ ტყეში დაკრეფილი სოკოს მირთმევაზე. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის ინფორმირება გავაკეთოთ და ვუთხრათ საზოგადოებას რა საფრთხის შემცველია ტყეში დაკრეფილი სოკო. კლინიკაში მოხვედრილი ყველა ადამიანის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა და გადარჩნენ, მაგრამ ვურჩევ ყველას, თავი საფრთხეში არ ჩაიგდონ.

  უხვმა ნალექმა ნაპრალები წარმოშვა, ჭიათურაში ოთხი მაღარო დროებით დაიხურა - „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.