ზრდის თუ არა ლეიკემიის რისკს ენერგეტიკული სასმელი – საგანგაშო კვლევა

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

ენერგეტიკული სასმლის რეკლამა არ იტყუება, ის ნამდვილად ასრულებს დანაპირებს და იძლევა მოკლე დროში დიდ ენერგიას, მაგრამ არსებობს კითხვის ნიშანი – ხომ არ ხდება ეს ჯანმრთელობის ხარჯზე?!

კითხვის ნიშნებს ბოლო კვლევები ძახილის ნიშნებად აქცევს:

! დიდი დოზით კოფეინის უკუჩვენება

! დიდი დოზით შაქრის უკუჩვენება

- Advertisement -
Ad imageAd image

! და ახლა უკვე, მის შემადგენლობაში აღმოჩენილი დიდი დოზით ტაურინის უკუჩვენება.

როჩესტერის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად დგინდება, რომ სასმელში დამატებული ეს ამინომჟავა ხელს უწყობს ლეიკემიისა და მსგავსი მიელოიდური კიბოების განვითარებას.

ცალკე აღებული ტაურინი არ მიიჩნევა საფრთხედ, ის საჭირო ამინომჟავაა, თუმცა ენერგეტიკულ სასმელებში მისი კომბინაცია სხვა კომპონენტებთან და განსაკუთრებით კოფეინთან,, რისკს უკავშირდება.

ენერგეტიკული სასმლის მომხმარებელი ხშირად მშობლისგან მალულად შეიძლება იყოს ბავშვიც, მათ შემთხვევაში უკუჩვენებების რისკი კიდევ უფრო მაღალია.

იგივე გვერდითი მოვლენები ვლინდება ზრდასრულ მომხმარებლებშიც.

- Advertisement -
Ad imageAd image

იმის გათვალისწინებით, რომ ენერგეტიკული სასმლის 1 ქილაში 10 ფინჯანი ყავის ოდენობის კოფეინი, დაახლოებით 15 კოვზი შაქარი, B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი და არაერთი ამინომჟავაა, სწრაფია ენერგიის მოზღვავებაც, მასზე დამოკიდებულებაც და ჯანმრთელობის პრობლემების გამოვლენის ტემპიც.

ექიმებს ხშირად უწევთ მუშაობა ისეთ პაციენტებთან, რომლებსაც ამ სასმელზე დამოკიდებულების დაძლევა უნდათ. მათ არანაკლები ძალისხმევა სჭირდებათ, ვიდრე სხვა დამოკიდებულ ადამიანებს.

ენდოკრინოლოგებს კი ის პირველ ადგილზე აქვთ აკრძალული სასმელების ჩამონათვალში.

ე.წ. ენერჯაიზერების მიმზიდველი რეკლამები, მრავალფეროვანი შეფუთვები, არომატები და მარკეტინგული ხრიკები მართლაც ხიბლავს მომხმარებელს, უდავოა მისი გამამხნევებელი ეფექტიც. სწორედ ეს ეფექტი აშფოთებთ მეცნიერებს და ამ დრომდე გრძელდება კვლევები სასმელებისგან მომავალი საფრთხეების შესახებ.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ზრდის თუ არა ლეიკემიის რისკს ენერგეტიკული სასმელი – საგანგაშო კვლევა. 4 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ზრდის-თუ-არა-ლეიკემიის-რი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi