პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ფილტვების გადანერგვის ოპერაცია რობოტმა ჩაატარა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

აშშ-ში, NYU Langone Health-ის სამედიცინო ცენტრში, პირველად ისტორიაში, რობოტმა წარმატებით ჩაატარა ფილტვების გადანერგვის ოპერაცია. ოპერაციამ ქალს, შერილ მერკარს, რომელსაც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ჰქონდა, ახალი სიცოცხლე აჩუქა.

57 წლის შერილ მერკარი, რომელიც თავადაც ექიმია, დაავადების გამწვავების შემდეგ, განსაკუთრებით COVID-19-ის გადატანის შემდეგ, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი ფილტვები იმდენად დაზიანებული იყო, რომ მხოლოდ ფილტვების გადანერგვის ოპერაციას შეეძლო მისი სიცოცხლის გადარჩენას.

ოპერაცია, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ ჩატარდა, ისტორიაში პირველი იყო, როდესაც რობოტი გახდა მთავარი ქირურგიული ჩარევის შემსრულებელი. ექიმების თქმით, რობოტის გამოყენებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ოპერაციის წარმატების შანსები და შეამცირა პოსტოპერაციული გართულებების რისკი. კითხვის გაგრძელება…

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ფილტვების გადანერგვის ოპერაცია რობოტმა ჩაატარა. 6 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ფილტვების-გადანერგვის-ოპ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi