ზესტაფონში, სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად, ოჯახის ოთხი წევრი და მათი მეზობელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.
დაზარალებული ნინო ტაბატაძე აცხადებს, რომ სოკოს მიღებიდან ნახევარ საათში ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, 112-ში დარეკვა მოასწრო, შემდეგ კი გონება დაკარგა.
„ჭამიდან ნახევარ საათში თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი, კედლებს ვენარცხებოდი. მოვასწარი სასწრაფოში დარეკვა, თუმცა კლინიკაში უკვე უგონო მდგომარეობაში შევედი. ჩემი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო, ხოლო ბავშვების – საშუალო სიმძიმის. მადლობას ვუხდი კლინიკა „ფერო მედს“, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ მოწამლულები გადაგვარჩინეს“, – განაცხადა ტაბატაძემ.
ამ დროისთვის, სამი ზრდასრული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისინი კვლავ ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან, მცირეწლოვნები კი კლინიკიდან უკვე გაწერეს.
ექიმების თქმით, ინტოქსიკაცია სავარაუდოდ, სოკოს არასწორი ამოცნობისა და მოხმარების შედეგად მოხდა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi