პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიპირველი ინფექციონისტი, რომელიც ინფექციისგან გარდაიცვალა – იგნაც სემელვეისის ტრაგიკული ისტორია

პირველი ინფექციონისტი, რომელიც ინფექციისგან გარდაიცვალა – იგნაც სემელვეისის ტრაგიკული ისტორია

მე-19 საუკუნის შუა ხანებში, საავადმყოფო საშიში ადგილი იყო, განსაკუთრებით — მშობიარე ქალებისთვის. მშობიარობის შემდეგ გაჩენილი ინფექცია საკმაოდ ხშირი გახლდათ მთელ ევროპაში. ზოგიერთ საავადმყოფოში ახალბედა დედების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 30%-ს აღწევდა. ექიმები და ექთნები გაოგნებულები იყვნენ, ვერ პოულობდნენ ვერც მიზეზსა და შესაბამისად, ვერც გამოსავალს.

უნგრელი ექიმი იგნაც სემელვეისი ვენის გენერალურ ჰოსპიტალში, ევროპის ერთ-ერთ უდიდეს და პრესტიჟულ სამედიცინო ცენტრში მუშაობდა. ის კარგად მომზადებული ექიმი იყო და მრავალი კოლეგის მსგავსად, სამშობიარო განყოფილებებში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი მასაც ძალიან აწუხებდა.

საავადმყოფოს ორი სამშობიარო კლინიკა ჰქონდა: ერთი ექიმებითა და სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებით იყო დაკომპლექტებული, მეორე კი — ბებია ქალებით. სემელვეისმა შემაშფოთებელი ტენდენცია შენიშნა — ექიმებით დაკომპლექტებულ კლინიკას გაცილებით მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჰქონდა, ვიდრე — ბებია ქალებისას. ქალები იხვეწებოდნენ, არ მოხვედრილიყვნენ ექიმების კლინიკაში, იმის შიშით, რომ მელოგინის ცხელება დაემართებოდათ და დაიღუპებოდნენ.

1847 წელს სემელვეისმა აღმოაჩინა, რომ მისი ერთ-ერთი კოლეგა გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც შემთხვევით გაიჭრა ხელი იმ ქალის გაკვეთის დროს, რომელიც მელოგინის ცხელებისგან დაიღუპა. ექიმის ავადმყოფობის სიმპტომები თითქმის იდენტური იყო იმ ქალების სიმპტომებისა, რომლებიც მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალნენ. ამ ტრაგიკულმა მოვლენამ აიძულა სემელვეისი, არსებული წერტილები ერთმანეთთან დაეკავშირებინა… ვრცლად

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  „გოგონას ძვრა ვერ უყვეს, იდგა ოთხი თვე გაქვავებული, გულში ჩაკრული წმინდა ნიკოლოზის ხატით“ - გაშეშებული ზოიას ისტორია, რომელმაც ყველა შეძრა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი