ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„დაკრძალვაზე 13 ყვავილი და წერილი გააგზავნა, სადაც ეწერა...“ - კანზასის სასტუმროში მომხდარი...

„დაკრძალვაზე 13 ყვავილი და წერილი გააგზავნა, სადაც ეწერა…“ – კანზასის სასტუმროში მომხდარი მკვლელობის დეტალები, რომელმაც გამოძიება ჩიხში შეიყვანა

1046 ოთახის საიდუმლო

1935 წლის 2 იანვარს, ახალგაზრდა მამაკაცი კანზასის სასტუმრო “პრეზიდენტის” 1046 ოთახში დასახლდა. რეგისტრატურაში როლანდ ოუენის სახელით დარეგისტრირდა და ადმინისტრატორს აცნობა, რომ ლოს ანჯელესიდან იყო. სასტუმროში შესვლისას მას ბარგი არ ჰქონია. თან ჰქონდა მხოლოდ კბილის ჯაგრისი, სავარცხელი და კბილის პასტა.

ამავე დღეს, 1046 ნომერში დამლაგებელი შევიდა. მისი თქმით, ოუენი შეშინებული ჩანდა. ფარდები ბოლომდე დახურული იყო და ოთახის სინათლის ერთადერთი წყარო პატარა სანათი გახლდათ. როდესაც ქალი დალაგებას მორჩა, სტუმარმა მას სთხოვა, რომ ოთახის კარი ღია დაეტოვებინა, რადგან იგი მეგობარს ელოდებოდა. მოგვიანებით, როცა დამლაგებელი ოთახში პირსახოცების შესატანად დაბრუნდა, მაგიდაზე წერილი დახვდა: “დონ, თხუთმეტ წუთში დავბრუნდები. დამელოდე.” – იკითხებოდა ნაწერში.

მეორე დილას, ქალი ნომერში კვლავ დაბრუნდა. კარი გარედან იყო ჩაკეტილი. დამლაგებელმა იფიქრა, რომ როლანდი გასული გახლდათ, თუმცა, კაცი ოთახში დახვდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვიღაცამ ის გარედან ჩაკეტა. ნომერი კვლავ ჩაბნელებული იყო. ცოტა ხნის შემდეგ, ტელეფონმა დარეკა. დამლაგებელმა ეს საუბარიც მოისმინა: “არა, დონ, არ მშია. ახლახან ვისაუზმე” ამბობდა ოუენი.

ამავე დღეს, მძღოლმა სახელად რობერტ ლეინმა სასტუმროს მახლობლად მამაკაცი აიყვანა. როგორც ჩანს, უცნობმა მამაკაცმა ლეინს უთხრა, რომ მეორე დღეს ვიღაცის მოკვლას აპირებდა. მოგვიანებით, ლეინმა მგზავრი ამოიცნო. როგორც აღმოჩნდა, ის როლანდ ოუენი გახლდათ.

იმავე ღამეს, როდესაც მოსამსახურე 1046 ოთახში სუფთა პირსახოცებით დაბრუნდა, მას უხეში ხმის მქონე კაცმა ოთახიდან გასვლა სთხოვა. მეორე დილით, სასტუმროს თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ ნომერში ტელეფონი გამორთული იყო. ოთახში სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომელი გააგზავნეს. ბიჭმა სისხლის გუბეში მწოლიარე ოუენი აღმოაჩინა.

ერთი შეხედვითაც აშკარა იყო, რომ როლანდი აწამეს. როდესაც პოლიციამ ოუენს ჰკითხა, თუ ვინ გაუკეთა მას ეს, კაცმა უპასუხა, რომ არავინ. მისი თქმით, ის სააბაზანოში დაეცა და ჭრილობებიც ამის გამო ჰქონდა.

გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში როლანდ ოუენი არ არსებობდა. სინამდვილეში, მისი სახელი ჯონ დო გახლდათ. კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

  სეიდაბადი — თბილისის უძველესი უბნის საიდუმლოებები

მის დამარხვას უცნობი ადამიანების სასაფლაოზე აპირებდნენ, თუმცა, საავადმყოფოში ანონიმური ზარი შევიდა. უცხო ადამიანი დაკრძალვის გადადებას ითხოვდა, იქამდე, სანამ დასაფლავებისთვის საჭირო ხარჯებს მოიპოვებდა. კაცის დაკრძალვაზე კი 13 ყვავილი და წერილი გააგზავნა. “მარადიული სიყვარული – ლუიზა” ეწერა წერილში.

1936 წელს ქალმა უცნობი მამაკაცის საქმის შესახებ შეიტყო და გაახსენდა, რომ “ოუენი” ძალიან ჰგავდა მისი მეგობრის დაკარგულ ვაჟს – არტემუს ოგლეტრის.

ოგლეტრის დედამ დაადასტურა, რომ მამაკაცი 1046 ოთახიდან მართლაც მისი შვილი იყო. მიუხედავად ამისა, საქმის საფუძვლიანად გამოძიება ვერ მოხერხდა.

პოლიციამ ვერც უცნობი დონის და ვერც ვინმე ლუიზას პოვნა შეძლო…

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.