პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაეს პლანეტები დედამიწისგან ძალიან შორს არიან და ასტრონომებმა მათი აღმოჩენა დაახლოებით 30...

ეს პლანეტები დედამიწისგან ძალიან შორს არიან და ასტრონომებმა მათი აღმოჩენა დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყეს

NASA-ში განაცხადეს, რომ მზის სისტემის მიღმა უკვე 6 ათასი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. ეს პლანეტები დედამიწისგან ძალიან შორს არიან და ასტრონომებმა მათი აღმოჩენა დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყეს.

პირველი ეგზოპლანეტა, რომელიც ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავი გარშემო ბრუნავს 1995 წელს იპოვეს. მას 51 PEGASI B ჰქვია და ის გაზის გიგანტია, როგორც იუპიტერი ჩვენს სისტემაში.

მას შემდეგ ასეთი აღმოჩენების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. სულ რაღაც 3 წლის წინ ნაპოვნი ეგზოპლანეტების რიცხვი 5 ათასს შეადგენდა და, როგორც ირკვევა იმ პერიოდიდან დღემდე ასტრონომებმა კიდევ 1000 ახალი სამყარო აღმოაჩინეს.

„ჩვენ კვლევის ახალ დიდებულ თავზე გადავდივართ – სამყაროები, რომლებიც ჩვენს წარმოსახვას სცდება. ისეთი პლანეტების ძებნა, რომლებსაც სიცოცხლის მხარდაჭერა შეუძლიათ გვახსენებს, რომ სამყაროში კიდევ ბევრი ადგილია, რომელიც აღმოჩენას ელის“, – განაცხადეს NASA-ში.

6 ათასი ეგზოპლანეტიდან 2 035 ნეპტუნს ჰგავს, 1 984 იუპიტერის მსგავსი გაზის გიგანტია, 1 761 სუპერდედამიწაა – მათ ასე იმიტომ ჰქვიათ, რომ დედამიწაზე დიდები, მაგრამ ნეპტუნზე პატარები არიან. 700 პლანეტას მყარი ზედაპირი აქვს, როგორც დედამიწას და მარსს. მეცნიერებმა ასევე იპოვეს 7 პლანეტა, რომელთა ტიპიც ასტრონომებისთვის ჯერჯერობით უცნობია.

ვიდეოში, რომელიც NASA-მ „საიუბილეო“ პლანეტის აღმოჩენის აღსანიშნავად გამოაქვეყნა, ნათქვამია: „ერთი ამ დრომდე ვერ გვიპოვია – პლანეტა, რომელიც ზუსტად ჩვენნაირი იქნება“.

  „გასროლის ხმა არ გამიგია. მე წავიყვანე საავადმყოფოში. გონზე არ იყო...“ - ალექსი ახვლედიანის პირველი კომენტარი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი