პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევები“საკვებ პროდუქტში ასპირინის გამოყენება არ შეიძლება!“ - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მოსახლეობას აფრთხილებს

“საკვებ პროდუქტში ასპირინის გამოყენება არ შეიძლება!“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მოსახლეობას აფრთხილებს

„პროდუქტის დასამჟავებლად იყენებენ ასპირინს, მაგრამ მისი საკვებ პროდუქტებში გამოყენება არ შეიძლება. მესმის, რომ ეს დავიწყეთ მაშინ, როცა ალტერნატიული არაფერი გვქონდა, თუმცა, დღეს უკვე უამრავი დანამატია იმისთვის, რომ პროდუქტში მჟავე გარემო შევქმნათ“, – ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“, სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა, ირაკლი არაბულმა, განაცხადა.

არაბული ასახელებს იმ ალტერნატიულ საშუალებებს, რომელთა გამოყენებაც პროდუქტის დასამჟავებლადაა რეკომენდებული.

„თუკი კონსერვში დიდი რაოდენობით ბაქტერიებია, მათ განეიტრალებას შაქარი, მარილი ან ზეთი ვერ უზრუნველყოფს. ასეთ დროს, მთავარია, მჟავიანობა მაღალი იყოს, რაც ბაქტერიების გამრავლებას ხელს პირდაპირ შეუშლის. როცა პროდუქტში მჟავე გარემოა შექმნილი, ბაქტერიები ვერ გამრავლდებიან, რაც ნიშნავს, რომ მათგან საშიშროებაც ვერ იარსებებს.

ამ დანიშნულებით იყენებენ ასპირინს, მაგრამ მისი საკვებ პროდუქტებში გამოყენება არ შეიძლება. მესმის, რომ მისი ასეთი ფუნქციით გამოყენება დავიწყეთ მაშინ, როცა ალტერნატიული არაფერი გვქონდა, დღეს კი უამრავი დანამატია იმისთვის, რომ პროდუქტში მჟავე გარემო შევქმნათ – მაგალითად, ლიმონმჟავა და ძმარმჟავა. ორივე მათგანი საკვები დანამატია და ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო გახლავთ.

დაკონსერვებისას, 1 ლიტრზე ნახევარი ჩაის კოვზი რომ ჩავყაროთ, საკმარისი დოზაა და პროდუქტში შექმნის იმ პირობებს, რომ ბაქტერიები ვერ გამრავლდნენ“, – აღნიშნა არაბულმა.

  მეუფე შიო: იმედი გვაქვს, რომ ჯვრის ძალით და მადლით მოხდება ჩვენი დევნილების სახლებში დაბრუნება, აღდგება ის საუკუნოვანი ძმობა ჩვენსა და აფხაზებსა და ოსებს შორის და მოვესწრებით გამთლიანებულ და გაძლიერებულ საქართველოს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი