პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„მსხვერპლი რომ არ გვაქვს, ეს მხოლოდ სპეციალური სამსახურის დამსახურებაა“ - ექსპერტი მეწყრულ...

„მსხვერპლი რომ არ გვაქვს, ეს მხოლოდ სპეციალური სამსახურის დამსახურებაა“ – ექსპერტი მეწყრულ საშიშროებაზე

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მსხვერპლი არაა, მაგრამ ფაქტია, ამ პროცესს ასე უბრალოდ ვერ გავაჩერებთ და რაღაც ზომები აუცილებლადაა მისაღები. პრობლემა იმდენად მრავალმხრივია, რომ დაზიანებები მხოლოდ და მხოლოდ ემატება“, – ამის შესახებ „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ, განაცხადა.

მისი თქმით, ხარაგაულის სოფლებში რთული ვითარებაა და გარკვეულ ადგილებში მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროებაც არსებობს.

„მდინარეებზე ნაპირის გამაგრებები ისეა გაკეთებული, რომ ახდენილია კალაპოტს და საერთოდ გაუგებარია რისთვის გააკეთეს. ზოგადად, ყოველი წყალდიდობის შემდეგ არის საფრთხე, რომ მოსახლეობას პრობლემა არსებულმა დამბებმა შეუქმნას, რადგან ბევრ ადგილას ისინი უკვე ჩამოშლილი და სრულიად უფუნქციოა.

რაც შეეხება ხარაგაულის სოფლებს, როგორც ვიცი, იქ პატარა მეწყერი იყო, თუმცა თანდათან ძალიან გაიზარდა და უკვე ორი სოფელია მოცული. მსხვერპლი რომ არ გვაქვს, ეს კარგია და მონიტორინგის სამსახურის დამსახურებაა – მათ მოასწრეს და ხალხი დროულად გააფრთხილეს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მსხვერპლი არაა, მაგრამ ფაქტია, ამ პროცესს ასე უბრალოდ ვერ გავაჩერებთ და რაღაც ზომები აუცილებლადაა მისაღები. პრობლემა იმდენად მრავალმხრივია, რომ დაზიანებები მხოლოდ და მხოლოდ ემატება. მით უმეტეს, წარმოიდგინეთ რამდენად სახიფათოა ნებისმიერი შემდეგი უამინდობა.

კონკრეტული ადგილებიდან, რომლებიც ყველაზე მაღალი სარისკო ზონებია, მოსახლეობა უნდა გაასახლონ. ასევე, რკინიგზის გავლენა დამატებითაა შესასწავლი, რადგან ორივე ერთვის ის სოფლებს და ყველა დეტალი კარგად უნდა ვიცოდეთ“, – განაცხადა ჩხობაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  „დედა მმალავს, ეშინია, მისმა მეუღლემ არ იცის, რომ სხვა კაცისგან შვილი ჰყავს“ - ცნობილი ემიგრანტი ქალის მძიმე შეხვედრა ბიოლოგიურ დედასთან და მამის გაცნობის მოლოდინი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი