პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემამოტყუებით 70 000 აშშ დოლარს დაეუფლა - პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

მოტყუებით 70 000 აშშ დოლარს დაეუფლა – პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორი, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა, რომ ბათუმში მშენებარე ობიექტზე ტერასას საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გადასცემდა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შედეგად საცხოვრებელ ბინად გადააკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფართი არ იყო აღნიშნული კომპანიის საკუთრებაში და მესამე პირის საკუთრებას წარმოადგენდა, ბრალდებულმა მეტი დამაჯერებლობისთვის დაზარალებულთან შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა და მასთან ერთად საჯარო რეესტრში წარადგინა, რითაც დაზარალებული დაარწმუნა, რომ დასახელებული უძრავი ქონება, რამდენიმე დღეში მის საკუთრებად აღირიცხებოდა.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 70 000 აშშ დოლარს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ჯესი ჯეის ბოლო შოუ კიბოსთან ბრძოლამდე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი