პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოტრამპი: „როგორც ჩანს, ომი უკრაინაში კიდევ დიდხანს გაგრძელდება“

ტრამპი: „როგორც ჩანს, ომი უკრაინაში კიდევ დიდხანს გაგრძელდება“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დიდ პატივს სცემს იმ ბრძოლას, რომელსაც უკრაინა აწარმოებს, თუმცა, მისი აზრით, ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ეს განცხადებები ამერიკის ლიდერმა ნიუ-იორკში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

მისი თქმით, რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომი სწრაფი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოსკოვის მიღწევები ამჟამად „გამორჩეულად არ გამოიყურება“.

კითხვაზე, ენდობა თუ არა ის კვლავ პუტინს, ტრამპმა უპასუხა, რომ ამას ერთ თვეში იტყვის. მან ასევე ისაუბრა რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობაზე:

„რუსეთის ეკონომიკა ახლა საშინელ მდგომარეობაშია. ის ინგრევა. უკრაინა ძალიან კარგად ართმევს თავს ამ უზარმაზარი არმიის შეჩერების ამოცანას“.

  დაფიქსირებულია ანტარქტიდის ყინულების ქვეშიდან წამოსული უცნაური რადიოსიგნალები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი