პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოასე გამოიყურება ელვა კოსმოსიდან - ასტრონავტებმა ამ ფენომენს ფოტოები გადაუღეს

ასე გამოიყურება ელვა კოსმოსიდან – ასტრონავტებმა ამ ფენომენს ფოტოები გადაუღეს

ელვა დედამიწაზე საკმაოდ ხშირი მოვლენაა, თუმცა მის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. მეცნიერები ამ ფენომენის შესწავლას სხვადასხვა ხელსაწყოების დახმარებით დიდი ხანია, ცდილობენ. მათ ელვის წარმოქმნასთან დაკავშირებული წამიერი პროცესების გამოკვლევაში უკვე მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ.

ელვებს NASA-ს ასტრონავტის, დონ პეტიტის მიერ განვითარებული მეთოდების დახმარებით ფოტოებს უღებენ. ასტრონავტებმა ენ მაკკლაინისამ და ნიკოლ აიერსიმ სოციალურ ქსელებში ახლახან მასალა გამოაქვეყნეს. ისინი ამჟამად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფებიან, როგორც ექსპედიცია 73-ის წევრები. ახალი ფოტოები 400 კილომეტრის სიმაღლიდანაა გადაღებული.

ყოველი ფოტო წამში 120 კადრის სიჩქარითაა გადაღებული. ამ საოცარი იასამნისფერი ნათების ბრწყინვალება, რომელიც თითქოს ღრუბლებს შიგნიდან ანათებს, მხოლოდ წამიერად ჩნდება.

ელვის დაკვირვება ღრუბლების ზემოდან ისეთ დეტალებს გვაწვდის, რასაც ზედაპირიდან ვერ ვხედავთ. მაგალითად, ცისფერი ნაკადები, ელვის ამოტრიალებული ფენომენის შესახებ მანამ არაფერი ვიცოდით, სანამ ის სადგურიდან არ დააფიქსირეს. კოსმოსიდან ჩატარებულმა დაკვირვებებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ პროცესის არსის გააზრებაში.

ელვისა და შტორმების სიხშირისა და გავრცელების შესასწავლად ასევე თანამგზავრული მონაცემები გამოიყენება. მათ აჩვენეს, რომ ელვის დროს ატმოსფეროში “მკვლელი” ელექტრონები წარმოიქმნება, რომლებიც კოსმოსში ვრცელდება. ელვასა და ზედა ატმოსფეროს შორის ურთიერთქმედება სრულად შესწავლილი ჯერ კიდევ არ არის. ორბიტიდან მიღებული დაკვირვებები მეცნიერებს მის უკეთ გააზრებაში ეხმარება.

ზოგჯერ რაღაცის გაკეთება უბრალოდ იმიტომაც ღირს, რომ შეგვიძლია. ყველას არ აქვს შანსი, ასობით კილომეტრის სიმაღლიდან დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფენომენი გადაიღოს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ძლიერი მიწისძვრების სერიამ, შესაძლოა იტალიის სუპერვულკანის ამოფრქვევა გამოიწვიოს - მეცნიერების გაფრთხილება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი