პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაგორში, საგუნდო ფესტივალი გორის ქალთა კამერული გუნდის გარეშე გაიმართება

გორში, საგუნდო ფესტივალი გორის ქალთა კამერული გუნდის გარეშე გაიმართება

საბოლოოდ გადაწყდა, რომ საგუნდო ფესტივალი, რომელიც გორში 23-26 სექტემბერს გაიმართება, გორის ქალთა კამერული გუნდის გარეშე ჩაივლის.

გორის მერიის მიერ გამოქვეყნებულ აფიშაზე თეონა ცირამუასა და მისი გუნდის სახელი არ გვხვდება.
რამდენიმე დღის წინ გორის ქალთა კამერული გუნდის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება ფესტივალის გარშემო არსებულ მდგომარეობის შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ წლევანდელ ფესტივალზე კამერული გუნდი მონაწილეობას არ იღებს. მთავარ მიზეზად ქალთა გუნდის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება, მათი აზრის არგათვალისწინება და რეპერტუარიდან ნაწარმოებების მითვისება დასახელდა.
წლევანდელი ფესტივალის ორგანიზატორია ნინო წიკლაური, რომელიც ქალთა გუნდში წლების განმავლობაში მღეროდა, პარალელურად კი გოგონათა გუნდი ჩამოაყალიბა. მან განმარტა, რომ ფესტივალის ორგანიზების პროცესში გაჭირდა კომუნიკაცია თეონა ცირამუასთან. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თავის დროზე, ქალთა გუნდიდან სწორედ თეონა ცირამუამ გაათავისუფლა. ეს გათავისუფლება მან ბოლშევიკურ მეთოდად შეაფასა. საპასუხო წერილში ნინო წიკლაური განმარტავს, რომ თეონა ცირამუამ საყვედური მაშინაც რეპერტუარის ,,მითვისების” გამო გამოუცხადა. გოგონათა გუნდის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ რეპერტუარი ნაწარმოებების ავტორებთან შეთანხმებით შეადგინა.
გორის მერიამ, წელს, საგუნდო ფესტივალის ორგანიზება, წინასაარჩევნო პერიოდში, ნინო წიკლაურს ჩააბარა. ნინო წიკლაური გორის ქართული ოცნების პარტიული სიის პირველი ნომერია.
რაც შეეხება საგუნდო ფესტივალს, ათეული წელია ფესტივალი გორის ქალთა გუნდის სახელთან ასოცირდება.
წყარო:  ქართლის ამბები
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ვაკეში გაზის მიწოდება დროებით 3800 აბონენტს შეუწყდება — „თბილისი ენერჯი“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი