პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„თბილისობის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

„თბილისობის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში, 19 სექტემბრის 12:00 საათიდან 22 სექტემბრის 12:00 საათამდე კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა შეეხება ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან კოსტა ხეთაგუროვისა და გურამ საღარაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

„აღნიშნულ პერიოდში ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისკენ და უკუმიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება დარჩება უცვლელი, არსებული მდგომარეობის შესაბამისად. ამასთან, შოთა გამცემლიძის ქუჩიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რა დროსაც გადაადგილება შესაძლებელი იქნება  ნინო ჩხეიძის ქუჩის გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N323, N333, N359, N395 და  მიკროავტობუსები: N462, N522 და N536 ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს გავლით, რის შემდეგაც ბარათაშვილის ხიდით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას. უკუმიმართულებისას ანალოგიურად გამოიყენებენ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს და დაუკავშირდებიან ჯავახიშვილის ქუჩას, რის შემდეგაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  "ჯილი საქართველო" ახალი მოდელების წარსადგენად ემზადება - კომპანიის შედეგები და გეგმები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი