პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალი ეტაპი დაიწყო

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს და 17 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას აცხადებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება 80 სპეციალობაში განხორციელდება.

„პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა. ისინი მოემზადებიან 80 სპეციალობაში – ციფრული ტექნოლოგიების, მშენებლობის, ინჟინერიის, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ფინანსების სფეროში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, არსებულ მოთხოვნად პროგრამებს დაემატება 19 ახალი პროფესიული კურსი.

„ახალი პროფესიული კურსებია: ურბანული მებაღეობა; კარიერული დაგეგმვის სპეციალისტი; სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი; ფიზიკური მომზადების მწვრთნელი; ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსი; ტვირთების გადაზიდვა-კონტროლის სპეციალისტი;

საიუველირო საქმის მასალათმცოდნე; ტყავის და ბეწვის აქსესუარების რესტავრატორი; მარკეტინგული ტექნოლოგიების სპეციალისტი და ა.შ. მიმდინარე მიღებაზე, არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული საკონკურსო ადგილები, რომელთა სრული ჩამონათვალის ხილვა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.dasakmdi.ge “, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გადამზადდა, დაახლოებით, 12 000 მოქალაქე და მათი დასაქმების მაჩვენებელი შეადგენს 75%-ს.„კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებია: თბილისში რეგისტრაცია; მინიმალური ასაკი 18 წელი. კურსების ხანგრძლივობა შეადგენს 1-დან 7 თვემდე პერიოდს და სასწავლო პროცესი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, როგორც ონლაინ, ისე ადგილზე დასწრებით. მონაწილეთათვის, რომელთაც არ აქვთ ონლაინ კურსებზე წვდომის შესაძლებლობა, აღნიშნული სერვისი უზრუნველყოფილი იქნება თბილისის მედიათეკებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალი ეტაპი დაიწყო. 17 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/პროგრამა-ისწავლე-და-დას/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi