ამერიკული გამოცემა New York Post-ი საქართველოს შსს-ს მიერ ბათუმში ცნობილი თაღლითის დაკავებას ეხმაურება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ამერიკული გამოცემა New York Post-ი საქართველოს შსს-ს მიერ ბათუმში ცნობილი თაღლითის დაკავებას ეხმაურება.

კვირას, ბათუმში სამართალდამცველებმა დააკავეს Tinder Swindler-ის გმირი, თაღლითი საიმონ ლევიევი [ნამდვილი სახელი შიმონ ჰაიუთი].

საქართველოს შსს-ში აცხადებენ, რომ საიმონ ლევიელი ინტერპოლის მიერ არის ძებნილი და დაკავებაც ამის ფარგლებში მოხდა.

„სიმონ ლევიევი, რომელიც მსჯავრდებული იყო ქალების მოტყუებისა და მათგან მილიონობით დოლარის გამოძალვისთვის, საქართველოში დააკავეს. ლევიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კვირას დილით დააკავეს“, – წერს გამოცემა New York Post-ი.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლევიევი ინტერპოლის წითელი ცირკულარით დააკავეს, როგორც კი ქვეყნის საზღვარი გადმოკვეთა. ჯერჯერობით უცნობია, რატომ დააკავეს თაღლითი, რომელიც ისრაელის მოქალაქეა“, – აღნიშნავს ამერიკული გამოცემა.

ლევიევი 2022 წლის Netflix-ის დოკუმენტური ფილმის, Tinder Swindler-ის („თინდერის თაღლითი“) მთავარი გმირი იყო, სადაც პოპულარულ გაცნობის აპლიკაციაში მისი დახვეწილი თაღლითური სქემები იყო აღწერილი.

ის ქალებს ფუფუნების საგნების ჩვენებით არწმუნებდა, რომ ნამდვილად მდიდარი იყო, შემდეგ კი სხვადასხვა თაღლითური სქემის გამოყენებით ამ ქალებს ფულს ართმევდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ამერიკული გამოცემა New York Post-ი საქართველოს შსს-ს მიერ ბათუმში ცნობილი თაღლითის დაკავებას ეხმაურება. 15 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ამერიკული-გამოცემა-new-york-post-ი-სა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi