თურქეთში სოციალური ქსელების რამდენიმე პლატფორმაზე ათასობით მომხმარებელს წვდომა შეეზღუდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თურქეთში სოციალური ქსელების რამდენიმე პლატფორმაზე ათასობით მომხმარებელს წვდომა შეეზღუდა. ინტერნეტის მონიტორინგის გლობალური პლატფორმის, Netblocks-ის ინფორმაციით, სოციალური ქსელების მომხმარებლებს წვდომა შეეზღუდათ X-ზე, YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე, TikTok-სა და WhatsApp-ზე.

Netblocks-ის ცნობით, აღნიშნულ პლატფორმებზე წვდომა ქვეყანაში მას შემდეგ დაიბლოკა, რაც თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდა.

როგორც „როიტერი“ იუწყება, სოციალური პლატფორმების დაბლოკვასთან დაკავშირებით თურქეთის წვდომის პროვაიდერების კავშირს კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც სამართალდამცველებმა პარტიის ოფისებთან ბარიკადები აღმართეს. „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წინააღმდეგ 3 სექტემბერს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 2023 წლის პარტიულ ყრილობაზე სავარაუდო დარღვევების გამო პარტიას სტამბოლის რეგიონული ლიდერის გათავისუფლება დაევალა. პარტიაში ყველანაირ ბრალდებას უარყოფენ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თურქეთში სოციალური ქსელების რამდენიმე პლატფორმაზე ათასობით მომხმარებელს წვდომა შეეზღუდა. 8 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თურქეთში-სოციალური-ქსელე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi