შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„სიგიჟეა. გასულ კვირას უთვალავი პრესკონფერენცია ჩავატარე“-ტრამპმა თავისი ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ყალბი...

„სიგიჟეა. გასულ კვირას უთვალავი პრესკონფერენცია ჩავატარე“-ტრამპმა თავისი ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ყალბი ინფორმაცია უწოდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მისი ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს, ყალბი ინფორმაცია უწოდა. ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უქმეებზე საკმაოდ აქტიური იყო.

„მსმენია ამის შესახებ. სიგიჟეა. გასულ კვირას უთვალავი პრესკონფერენცია ჩავატარე. ყველა წარმატებული იყო, როგორც ახლა და შემდეგ 2 დღის განმავლობაში ბრიფინგი არ ჩამიტარებია და თქვეს: „ალბათ რაღაც სჭირს“. ბაიდენი ბრიფინგებს თვეების განმავლობაში არ ატარებდა და არავინ ამბობდა, რომ მას რაღაც სჭირს და საუკეთესო ფორმაში არ არის“, – განაცხადა ტრამპმა.

უქმეებზე კამერებთან არგამოჩენის გამო, სოციალურ მედიაში გაჟღერდა კითხვები პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ. მომხმარებელთა ნაწილი მისი გარდაცვალების შესახებაც სპეკულირებდა.

  ევროპული ჯანდაცვის დიდი ნაბიჯი – პროფესორი გიორგი ფხაკაძე ევროპის სამედიცინო სპეციალისტების გაერთიანების (UEMS) ხელმძღვანელობაში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი