შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაშეიძლება თუ არა უარის თქმა ნათლიად გახდომაზე? - მოძღვრის განმარტება

შეიძლება თუ არა უარის თქმა ნათლიად გახდომაზე? – მოძღვრის განმარტება

მაინტერესებს თუ შეიძლება უარის თქმა ისეთ წმინდა შემოთავაზებაზე როგორიცაა მირონით დანათესავება, ანუ თუ შეიძლება ადამიaნმა უარი განაცხადოს ბავშვის ნათლიად გახდომაზე? ცოდვაში ხომ არ ჩავარდება ამით? – ამ კითხვას გამოცემა orthodoxy.ge პასუხობს.

„ვერავინ დაგვაძალებს ნათლიობას. ჩვენი ნებაა, დავეთანხმებით, თუ არა. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. თუ მოსანათლავი სრულწლოვანია და მას არ აქვს განზრახული ნათლობის შემდეგ ქრისტიანული (ეკლესიური) ცხოვრება, ალბათ აჯობებს უარიც ვუთხრათ, ავუხსნათ, რომ ქრისტიანობა ეკლესიურობის გარეშე არ არსებობს.

თუ მოსანათლავი მცირეწლოვანია, უმჯობესია მივიღოთ შემოთავაზება და ვიზრუნოთ ბავშვის ქრისტიანულ აღზრდაზე – ნათლიობა სწორედ ამას გულისხმობს. თუმცა აქაც არჩევანი ჩვენზეა.“ – ხსნის მოძღვარი ანდრია კემულარია.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  როგორია IT სექტორში ანაზღაურება? - „ხდება „ტვინების“ გადინება“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი