შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოდონალდ ტრამპმა ოვალური კაბინეტის დიზაინში რადიკალური ცვლილებები შეიტანა

დონალდ ტრამპმა ოვალური კაბინეტის დიზაინში რადიკალური ცვლილებები შეიტანა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალური კაბინეტის დიზაინში რადიკალური ცვლილებები შეიტანა.

ოქრო, ორნამენტები და ძვირფასი ნაკეთობები – ამ ოთხი სიტყვით შეიძლება შეფასდეს ის განახლებული დიზაინი, რომელზეც ტრამპის პირადმა დიზაინერმა, ჯონ აიკარტმა იმუშავა. ალბათ, არ არის გასაკვირი, რატომ უწოდებს მას ტრამპი “ოქროს კაცს”.

ახალ ოვალურ კაბინეტში აქცენტი ოქროსფერ ფერზეა გაკეთებული. საპრეზიდენტო ემბლემაც კი, რომელიც ოთახის ცენტრში, იატაკზეა განთავსებული, თითქმის სრულად ოქროსფერია. იგივე ფერთა გამა შეირჩა ფარდებისთვისაც. კედლებსა და ჭერს შორის დამაკავშირებული შვერილები, ისევე როგორც ბუხარი ოქროს ორნამენტებითაა მოჩუქურთმებული.

ოვალური კაბინეტის შესასვლელი კარების თავზე, თაღებს შუა ქერუბიმების მინიატურულ ფიგურებსაც ვხვდებით. აღსანიშნავია, რომ ძვირფასი ნაკეთობების სიმრავლისა და მოჩუქურთმებული კედლებისა გამო წამყვანმა ამერიკულმა მედია Fox News-მა ოთახი ფრანგულ ვერსალადაც კი შეაფასა.

ოთახიდან გატანილია ცნობილი შვედური სურო, რომელიც ბუხრის თავზე იყო განთავსებული.

შვედური სუროს ადგილი ოქროს თასებმა და სხვა ნაკეთობებმა დაიკავა. ბუხრის თავზე კი ბაიდენის დროინდელი რუზველტის პორტრეტი სამხედრო ფორმაში დახატულმა ჯორჯ ვაშინგტონმა ჩაანაცვლა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  პოლონეთს აშშ-დან GBU-39 საავიაციო ბომბების და “Patriot საზენიტო კომპლექსების რაკეტების შეძენა სურს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი