5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია – რამდენია თითოეულ სფეროში საშუალო ხელფასი?

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

მსოფლიოს მასშტაბით პროფესიები განსხვავებულად ფასობს, მაგალითად, განვითარებულ სახელმწიფოებში ექიმები საშუალოდ ყველაზე მეტ ანაზღაურებას იღებენ, განვითარებად სახელმწიფოებში კი შედარებით ტექნიკური უნარები ფასობს. ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიების ხუთეული ასე გამოიყურება:

მონაცემთა მეცნიერები წლიურად საშუალოდ 100,000 – 200,000 დოლარის ფარგლებში ანაზღაურებას გამოიმუშავებენ, რითაც ისინი რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებენ.

მეოთხე ადგილზე ნავთობინჟინრებს ვხედავთ, ეს პროფესია განსაკუთრებით მოთხოვნადი ისეთ შტატებშია, სადაც ნავთობი და გაზი მოიპოვება. ამ პროფესიის წარმომადგენლები წლიურად საშუალოდ 135,000-დან 240,000 დოლარის ფარგლებში ანაზღაურებას გამოიმუშავებენ.

მესამე ადგილზე სტომატოლოგებს ვხედავთ. მათი შემოსავალი წლიურად 200,000-დან 400,000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა პროფესიებთან შედარებით, სტომატოლოგის ანაზღაურება პირდაპირაა დამოკიდებული მის პირად მიღწევებზე, რეპუტაციასა და გამოცდილებაზე.

- Advertisement -
Ad imageAd image

მეორე ადგილზე ამერიკაში საინვესტიციო ბანკირები არიან. ამ პროფესიის ადამიანები საშუალოდ 200,000 – 300,000 დოლარს გამოიმუშავებენ, თუმცა ზოგიერთი ბანკირი წლიურად რამდენიმე მილიონის გამომუშავებასაც მარტივად ახერხებს, რადგან მათი ანაზღაურება პირდაპირაა დამოკიდებული პორტფელის ზომასა და მიღებულ საკომისიოებზე.

აშშ-ის მასშტაბით პირველ ადგილზე ექიმებს ვხედავთ, მათი ანაზღაურება 250,000-დან 500,000 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც პირდაპირაა დამოკიდებული მათ სპეციფიკასა და კვალიფიკაციაზე. მართალია, მედიცინა ყველაზე რთულად შესასწავლი პროფესიაა, თუმცა განვითარებულ სამყაროში შრომა ნამდვილად ფასდება და ექიმებიც შესაბამის აღიარებასა და ანაზღაურებას იღებენ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). 5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია – რამდენია თითოეულ სფეროში საშუალო ხელფასი?. 1 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/5-ყველაზე-მაღალანაზღაურე/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Spetsialist po rabote s potentsialnymi klientami

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Automation Engineer (Cheminformatics)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Web automation BAS Developer/ZennoPoster

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-23T18:05:49+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi