ნაცარს ასე მოვაშორებთ – ნაცარი ერთ-­ერთი ვერა­გი დაავა­დე­ბაა

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

ნაცარს ასე მოვაშორებთ

ნაცარი ერთ-­ერთი ვერა­გი დაავა­დე­ბაა, რო­­მელ­საც უნარი შეს­წევს, მეურნე კაცს ერთი­­ანად ააღე­ბინოს ხელი მო­სავალზე. ჩვენში ამე­რიკი­დან შემოვიდა 1850 წელს. წამლობის გარეშე ვენახში გაწეული შრომა წყალში გადაყრილია, დროული ღონისძიებებით კი შეგიძლიათ მთლიანად შეინარჩუნოთ მოსავალი.
ნაცრის განვითარებას შესაბამისი ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა უწყობს ხელს – ოპტიმალური ტემპერატურაა 20-24ºჩ, ხოლო ტენიანობა 60-80%. წინასწარ ვ­ენახის შეწამვლას შესაბამისი საშუალებებით აზრი არა აქვს, მაგ­რამ დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ ნაცრის გამოჩენა არ გამოგვეპაროს.
ფოთოლზე თავდაპირველად ჩნდება მოთე­თ­­რო ფერის ლაქისებრი ფიფქი, რომელიც ნაცარს წააგავს. ლაქები თანდათან ერთდება და, შესაძლებელია, ფოთოლი ერთიანად დაიფა­როს ამ ფიფქით. ფოთოლი ყვითლდება და ცვივა. ავადდება ნორჩი ყლორტები, ხოლო შემ­დგომ მარცვალიც მთლიანად იფარება ფიფქით. ნაყოფი აღარ იზრდება, წვენის მიწოლის გამო სკდება და ხმება.
რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?

ნაცრის გაჩენისთანავე, პირველ რიგში, დაავადებული ფოთლები უნდა შევაცალოთ, შემდეგ კი აუცილებლად შევწამლოთ. ამ ბოლო ხანებში ნაცრით დაავადებული ვენახის სამკურნა­ლოდ უამრავი საშუალება გამოჩნდა – კარატანი, ბაილეტონი, ტოპსინ-მ, სეროცინი და სხვ., მაგრამ ყველაზე უსაფრთხო და ეფექტიანია გოგირდის შეფრქვევა.

მოსავლიანი ვენახის გოგირდით შეფრქვევა ხდება 4-5-ჯერ: პირველი – ყვავილობამდე, მეორე – ყვავილობის დროს, მესამე – დაყვავილების შემდეგ, მეოთხე – როცა მარცვალი გამონასკვულია, ანუ ისრიმობის დაწყებისას, მეხუთე კი საჭიროების მიხედვით ყურძნის შეთვალებამდე.

გახსოვდეთ!

- Advertisement -
Ad imageAd image

შესაფრქვევად ვარგისია ძალიან წმინდად დაფქული გოგირდი, რომლის შეფრქვევაც ხდება ზურგის ან ხელის საბერვლით. გამოფრქვეული მტვერი თხელ ფენად უნდა დაეფინოს ვაზის მწვანე ნაწილებს.

ვაზის გრუნტში მყნობა ხდება გაზაფხულზე, ვაზის ტირილის დაწყებამდე

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ნაცარს ასე მოვაშორებთ – ნაცარი ერთ-­ერთი ვერა­გი დაავა­დე­ბაა. 28 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ნაცარს-ასე-მოვაშორებთ-ნა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi