ვაზის გრუნტში მყნობა ხდება გაზაფხულზე, ვაზის ტირილის დაწყებამდე

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ვაზის გრუნტში მყნობა

ამგვარ წესს მაშინ მიმართავენ, როცა ვაზის გაახალგაზრდავება ან ჯიშის შეცვლა უნდათ. ეს მეთოდი ძალიან მარტივი და, პროცედურის ნორმალურად ჩატარების შემთხვევაში, ყოველ­თვის დადებითშედეგიანია.
მყნობის დაწყებამდე 8-10 დღით ადრე და­სამყნობი ვაზის ძირს გარშემო შემოაცლიან მი­წას 20 სმ სიღრმეზე ისე, რომ ფესვის ყელი გა­­მოჩნდეს. გადახერხავენ ფესვის ყელიდან 4-­5სმ-ზე, გა­დანახერხს ასწორებენ ბასრი და­ნით, გააპობენ ცალი მხრიდან და გაუკეთებენ პატარა სოლს, რომ სანამყენე კალამი ადვილად ჩაისვას. სანამყენე კვირტს 2-3 მუხლზე გადაჭრიან და სოლისებურად ჩათლიან რქის ბოლო ნაწილს ისე, რომ სანამყენემ განაპობი, რაც შეიძლება, ნაკლებად გასწიოს და ლერწის ქსოვილები ერთმანეთს კარგად დაემთხვეს. ჩასმის დროს კვირტი გარეთ უნდა იყოს მიმართული. ამის შემდეგ მაგრად უჭერენ კანაფს (შეიძლება ალუმინის მავთულიც, ოღონდ შეხორცების შემდეგ აუცილებლად უნდა შეხსნათ) და 8-10 სმ სიმაღლეზე აყრიან ფხვიერ მიწას. თუ საძირე განიერია, შეგიძლიათ იმავე წესების დაცვით 2 კალამიც ჩაამყნოთ, ერთი ან სხვადასხვა ჯიშისა.
ვაზის გრუნტში მყნობა ხდება გაზაფხულზე, ვაზის ტირილის დაწყებამდე. ტირილის პერიოდში მყნობა უშედეგოა.

ვენახის განოყიერება

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ვაზის გრუნტში მყნობა ხდება გაზაფხულზე, ვაზის ტირილის დაწყებამდე. 28 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ვაზის-გრუნტში-მყნობა-ხდე/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T20:42:01+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi