“ყველა ის პირი, ვინც მეორე დღეა, სიბინძურეს ავრცელებთ – სასამართლოში შევხვდებით!”- თეა წულუკიანი მის მიმართ აგორებულ ბინძურ კამპანიას ეხმაურება

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

“ყველა ის პირი, ვინც მეორე დღეა, სიბინძურეს ავრცელებთ  – სასამართლოში შევხვდებით!” – თეა წულუკიანი მის მიმართ აგორებულ ბინძურ კამპანიას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ქალბატონო ირინა

მიუხედავად იმისა, რომ ნაფტალინის ცუდი სუნი აგდით, და არ უნდა გპასუხობდეთ, გაცნობებთ, რომ არავის არ გავყოლივარ ცოლად ციხეში გარე ძალების დავალებით, არამედ – გერგეტის სამებაში დავიწერე ჯვარი ნუგზარ კაკულიაზე, სადაც ორივე მხარე მოძღვრის წინაშე ჩვენივე ნებით დავდექით. ჯვრის ერთგულება კი ჩემი ერთ-ერთი თვისებაა, რომელსაც ვერ მოვიშლი. სხვათა შორის, თავს თუ შეიარაღებული პირები დამესხნენ, თავს მანქანის “ბარდაჩოკში” კი არ შევმალავ (sic), ნუგზარ კაკულიას გადავეფარები, იქნებ გადავარჩინო-მეთქი, ვიფიქრებ. კი ვიყავი სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ ალბათ გამოგრჩათ, რომ “ბარდაჩოკში” თავის შეყოფის საქმემ ჩემს ხელში გაიარა, სტრასბურგში.

ამ ყველაფერს კოდუას ნანული (მეორედ ვუჩივლე და გამწარებულია) ვერ გაიგებს, მაგრამ თქვენი აყროლებული სინდისი კარგად გაიგებს – ჭკუა გაქვთ მისგან განსხვავებით. ვერც ის ქალი გაიგებს, ფილარმონია ქმრის ზურგს უკან ცოლი რომ მოიყვანა ამას წინათ და კომენტარებს წერს თქვენს სიბინძურეებზე. ის ხომ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მუშაობდა კაცების კნუტად ვერა-ვაკის მაგისტრალზე და უკადრებელს იკადრებს, თუ დასჭირდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ყველა ის პირი, ვინც მეორე დღეა, სიბინძურეს ავრცელებთ (მეორე ქმარი შეირთოო და არღვევთ ათობით ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას), სასამართლოში შევხვდებით!

ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ სიბინძურეები და სხვადასხვა უხამსობები წაშალოთ. ან არ წაშალოთ.

ნანულ, ტვინი არ გაქვს და ჯიქანი მაინც მოიშველიე ხანდახან, სანამ მორიგ სიბინძურეს დაწერ,”- წერს თეა წულუკიანი.

- Advertisement -
Ad imageAd image

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). “ყველა ის პირი, ვინც მეორე დღეა, სიბინძურეს ავრცელებთ – სასამართლოში შევხვდებით!”- თეა წულუკიანი მის მიმართ აგორებულ ბინძურ კამპანიას ეხმაურება. 27 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ყველა-ის-პირი-ვინც-მეორე-დ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi