შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაროგორ უნდა გაიგოთ, ე.წ. უფასო ფაკულტეტზე ჩარიცხვის შემთხვევაში სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს თუ...

როგორ უნდა გაიგოთ, ე.წ. უფასო ფაკულტეტზე ჩარიცხვის შემთხვევაში სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს თუ თავად მოგიწევთ გადახდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების სია გამოაქვეყნა. განსაზღვრულ პროგრამებზე სტუდენტები 4 წლის განმავლობაში უფასოდ ისწავლიან.

თუმცა, ზოგიერთ უნივერსიტეტში ე.წ. უფასო პროგრამაზე ჩარიცხულთა მხოლოდ ნაწილი ფინანსდება, ნაწილს კი თავად მოუწევს სრული ან გრანტის შესაბამისი გადასახადის გადახდა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებას უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავს. შესაძლოა, პირობითად, 100 ადგილიდან ასივე ფინანსდებოდეს. ასევე, შესაძლოა, 100 ადგილიდან 60-ს სახელმწიფო სრულად აფინანსებდეს, 40-ს კი – არა. ასეთ შემთხვევაში, უნივერსიტეტი რეიტინგული სიის მიხედვით ხელმძღვანელობს და პირობითად, პირველ 60 ყველაზე მაღალქულიან სტუდენტს ანიჭებს უპირატესობას.

ამიტომ, ინფორმაცია, ინდივიდუალურად, უნივერსიტეტების მიხედვით უნდა გადაამოწმოთ.

მაგალითად, როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განგვიცხადეს, ე.წ. უფასო ფაკულტეტზე ჩარიცხული ყველა სტუდენტი სრულად დაფინანსდება.

ხოლო, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე ჩარიცხულთა ნაწილი მიიღებს სრულ დაფინანსებას (გრანტის მიუხედავად). მაგალითად, მათ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ქართული ფილოლოგიის შემთხვევაში, 60 სტუდენტი მიიღება. აქედან 40 სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ადგილია, 20 კი თვითდაფინანსებული ადგილების რაოდენობა.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ სრულად დაფინანსებულ ადგილებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვა განხორციელდება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რანჟირებული სიების მიხედვით. ინფორმაციას ვრცლად შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ, ნახოთ ბმულზე.

  ძვირფასი ზეთოვანი კულტურა – მწიფე ნაყოფის მსუბუქი დაწნეხით ხდიან უძვირფასეს ზეთს, რომელიც სალათების მოსამზადებლად და მედიცინაში გამოიყენება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი