შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოჩინელმა ბლოგერმა თავისი კატებისთვის ნამდვილი მეტრო ააშენა

ჩინელმა ბლოგერმა თავისი კატებისთვის ნამდვილი მეტრო ააშენა

ჩინელმა ბლოგერმა და ინჟინერმა, სინ ჩჟილეიმ, თავისი კატებისთვის მოქმედი, პატარა მეტრო ააშენა.

TechEBlog-ის ინფორმაციით, მინი-მეტროში არის გვირაბები, მოქმედი ესკალატორი, სადგური და მატარებელი. კატების მეტროზე ინჟინერი ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა. იდეა კი მას გამომწერებმა მიაწოდეს.

მეტროს გარდა, ჩჟილეიმ თავისი შინაური ცხოველებისთვის (მას ასევე ჰყავს ზაზუნა და შიბა ინუ) სხვა რთული კონსტრუქციებიც შექმნა და თანდათანობით მათთვის ცალკე, შემცირებული სამყარო ააშენა.

ბლოგერმა თავისი ცხოველებისთვის შექმნა სახლები, ბანკი, კინოთეატრი, სუპერმარკეტი და სხვა პროექტები.

გარდა ამისა, ჩჟილეი საქველმოქმედო პროექტებითაც არის დაკავებული – ის უსახლკარო კატებისთვის თბილ სახლებს აშენებს.

  დამატებითი მატარებელი Guns N’ Roses-ის კონცერტისთვის — საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმის სპეციალურ რეისს ნიშნავს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი