შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებათუშეთში, წოვეთის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თუშეთში, წოვეთის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუშეთში, წოვეთის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. სამსახურში „ქრონიკას“ განუცხადეს, რომ ცეცხლის ჩაქრობა მეხანძრე-მაშველებმა გამთენიისას მოახერხეს. ალპურ ზონაში, ბალახი იწვოდა. ხანძრის ქრობის სამუშაოები ყველა შესაბამისი სპეცაღჭურვილობის საშუალებით მიმდინარეობდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე იყო, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რისი დახმარებითაც, მეხანძრე -მაშველების ცეცხლის გავრცელების ადგილზე გადაყვანა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გუშინვე ითქვა, რომ დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

  თევზი - 238 ლარი, ტკბილეული - 170 ლარი, თაფლი - 146 ლარი - ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქტები ქართულ სუპერმარკეტებში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი