შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემარას ამბობს ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

რას ამბობს ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

თბილისში 25 წლის ქალმა ქმარი მოკლა – როგორც „პრაიმ ტაიმმა” გაარკვია მოკლული ბიჭი ლუკა დარასელიაა, ხოლო ქალი, რომელიც დააკავეს თეკლა გერსამიაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს – 2003 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ბრალდებულის დედა ამბობს, რომ ბიჭმა დანა თვითონ ჩაირტყა და თეკლა მის გადარჩენას ცდილობდა.

„ერთად არ ცხოვრობდნენ. ამ ბიჭს უყვარდა ძალიან და ცდილობდა ერთად ყოფილიყვნენ. თეკლა წინააღმდეგი იყო. მერე ისე მოხდა, რომ ხელი მოაწერეს…

თეკლა საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და პასპორტიც კი წაართვა, მის ნივთებში ამოიღეს თეკლას პასპორტი. ეუბნებოდა, რომ თავს მოვიკლავო, ხან ხელებს ისერავდა. სადარბაზოში თვითონ მიიყენა დაზიანებები ერთ-ერთი ჩხუბის და მუქარის დროს. თვითონ ჩაირტყა დანა და თეკლამ გამოაძრო ეს დანა. მერე თეკლა გავარდა, მიჰყავდა მხარზე აკიდებული. გავარდა გარეთ, სასწრაფო მოიყვანა და კლინიკაშიც კი გაჰყვა, მის გადარჩენას ცდილობდა“,- ამბობს ტიკტოკერის დედა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებული ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი