მამუკა ჩარკვიანი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მამუკა ჩარკვიანი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მუსიკოსი და კომპოზიტორი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. იქამდე კი ქაშვეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის ლიდერები იმყოფებოდნენ.

ქართველი მუსიკოსი და კომპოზიტორი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1995 წლიდან აქტიურად გამოჩნდა მუსიკალურ სცენაზე.

მომღერალს გამოცემული აქვს რამდენიმე ალბომი და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. 2014 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი. 2023 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მამუკა ჩარკვიანი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. 24 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მამუკა-ჩარკვიანი-უკანასკ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi