შედეგები გამოქვეყნდა – გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გთავაზობთ ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგებს. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე შესაძლებლობა აქვთ  ნახონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს: იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

ცენტრი ასევე სთხოვს აბიტურიენტებს, გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 21 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.

აპელაციის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64).

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). შედეგები გამოქვეყნდა – გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს. 20 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/შედეგები-გამოქვეყნდა-გა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi