შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გასტრონომიული ფესტივალი გემო ფესტი გაიმართება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

23-24 აგვისტოს, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გასტრონომიული ფესტივალი გემო ფესტი გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა ტრენინგი ჩაუტარეს. უკვე შეირჩა 13 მონაწილე ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან.

გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი გურული კერძები, რომლებსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.

მუსიკოსთა პარკში მოეწყობა კვების სივრცე, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ფესტივალი მუსიკალურადაც გაფორმდება.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გასტრონომიული ფესტივალი გემო ფესტი გაიმართება. 19 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/შეკვეთილში-მუსიკოსთა-პა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi