უღირსი ადამიანი როცა გარდაიცვლება, მასზე ხშირად ამბობენ “ჩაძაღლდა”, ” ძაღლი მიაკვდა სულში” ან “აძაღლდა მაგის სული” და ა.შ. მაინც საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს ტერმინი?
ძველ რომში, დასჯის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და მკაცრი მეთოდი იყო Poena cullei, სიკვდილით დასჯა, რომლის დროსაც დამნაშავეს ცხოველებთან ერთად ტომარაში აკერებდნენ და წყალში აგდებდნენ.
როგორც ცნობილია, ასე მკაცრად სჯიდნენ მას, ვინც უახლოეს ნათესავს მოკლავდა (მამას, დედას).
ზოგიერთ შემთხვევაში, სასამართლოები ამგვარ სიკვდილით სჯიდნენ ღვთისმგმობელებსაც — მათ, ვინც შეურაცხყოფდა უფალს ან ღიად გამოხატავდა ქრისტიანობისადმი ზიზღს. დროთა განმავლობაში, ეს პრაქტიკა გაფართოვდა და ბავშვების მკვლელებიც მოიცვა.
სიკვდილით დასჯას გარკვეული წმინდა და სიმბოლური ქვეტექსტი ჰქონდა – კანონის დამრღვევი, რომელსაც poena cullei ექვემდებარებოდა, მასთან ერთად ტომარაში მყოფ ცხოველებს ადარებდნენ. ძაღლი მშობლების მიმართ უპატივცემულობას ნიშნავდა, რადგან ლეკვები ბრმები იბადებიან. გარდა ამისა, რომაელებისთვის ის საზიზღარი ცხოველი იყო, აგრესიის (ცოფის) და სისასტიკის განსახიერება. შესაბამისად, ეს დამნაშავისთვის სიკვდილის ყველაზე უღირსი და დამამცირებელი ვარიანტი იყო.
დროთა განმავლობაში, კანონის ეს მუხლი გაფართოვდა და შვილების გარდა სხვა ნათესავებიც მოიცვა. გარკვეული დროის შემდეგ, პოტენციური მსხვერპლთა სია გაფართოვდა და მოიცვა მშვილებლები, ბებია-ბაბუები, ძმები და დები, ბიძები, მეუღლეები, ბიძაშვილები, სიძეები და რძლები, ნაშვილები ბავშვები და დამსაქმებლებიც კი.
ამ სიაში შემავალი ნებისმიერი პირის მკვლელობისთვის დამნაშავე ექვემდებარებოდა poena cullei-ს. თუ დანაშაული ამ კატეგორიებს მიღმა ჯდებოდა, მკვლელი Lex Cornelia de sicariis et veneficiis-ის მიხედვით გასამართლდებოდა და გაძევება -გადასახლებით ისჯებოდა.
დიდი ალბათობით, სწორედ აქედან გაჩნდა ფრაზაც ძაღლთან ერთად ზღვაში გადადგების გამო, რადგან ისინი ერთად იღუპებოდნენ.