კარგი სიახლე მოგზაურობის მოყვარულებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება, ვენეცია დაემატება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2 დეკემბრიდან ავიარესიებს კომპანია „ვიზეარი“  Airbus A321neo ტიპის ხომალდით  შეასრულებს.

„ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს. ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისში, Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებები აღადგინა, ხოლო ივნისიდან სრულიად ახალი,  ლიონის მიმართულებით დაიწყო კვირაში ორი სიხშირით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება.

- Advertisement -
Ad imageAd image

2022 წლიდან ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. 2025 წლის 7 თვის მონაცემებით Wizz Air საქართველოში 900 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. მხოლოდ 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში კი, ავიაკომპანიამ ქუთაისიდან და პირიქით, დაახლოებით 4 800 რეისი შეასრულა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, თითქმის 9%-ით მეტია.

ამ ეტაპზე, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს“, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). კარგი სიახლე მოგზაურობის მოყვარულებს. 15 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/კარგი-სიახლე-მოგზაურობის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi