შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„საკუთარი 15 წლის და საქმროს გააუპატიურებინა...“ - სერიული მკვლელების განაჩენები და რეზონანსული...

„საკუთარი 15 წლის და საქმროს გააუპატიურებინა…“ – სერიული მკვლელების განაჩენები და რეზონანსული საქმე, რომელსაც კანადაში დღემდე განიხილავენ

1990 წელს, კანადაში საზოგადოებაში დიდი შეშფოთება გამოიწვია კრიმინალურმა ფაქტებმა, რომელიც  ახალგაზრდების ცივსისხლიან გატაცებებსა და მკვლელობებს ეხებოდა და რომლებსაც ჩადიოდა შეყვარებული წყვილი — პოლ ბერნარდო და კარლა ჰომოლკა.

სერიული მკვლელების დანაშაულები და განაჩენი

ყველაფერი 1990 წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც კარლა ჰომოლკამ საკუთარი და, 15 წლის ტამი ჰომოლკა, საშინელი გზით გაწირა.

კარლამ ვეტერინარული კლინიკიდან მოიპარა საანესთეზიო საშუალება, ჰალოთანი, რომლითაც ტამი დააძინა. მისი მიზანი იყო საქმროსთვის, პოლ ბერნარდოსთვის, “საჩუქარი” გაეკეთებინა.

დაძინებული ტამი პოლმა გააუპატიურა, კარლას თანდასწრებით. მომხდარი ძალადობის შედეგად, ტამი დაიღუპა — ის პირღებინების შედეგად დაიხრჩო.

მიუხედავად აშკარა გარემოებებისა, სამართალდამცველებმა ტამის სიკვდილი უბედურ შემთხვევად მიიჩნიეს. პოლ და კარლა დანაშაულის გამო არ დაუსჯიათ.

***

ტამის სიკვდილის შემდეგ წყვილმა დანაშაულებრივი საქმიანობა გააგრძელა. 1991 წლის ივნისში ბერნარდომ გაიტაცა 14 წლის ლესლი მაჰაფი. გოგონა წყვილის სახლში გამოამწყვდიეს, გაუპატიურეს, აწამეს და საბოლოოდ მოკლეს. მის სხეულს ბეტონის ბლოკი მოაბეს და ტბაში გადააგდეს.

1992 წლის აპრილში, ჰომოლკამ და ბერნარდომ გაიტაცეს 15 წლის კრისტენ ფრენჩი. გოგონა სამი დღის განმავლობაში იყო ტყვეობაში, სადაც მას სისტემატურად აუპატიურებდნენ და შემდეგ მოკლეს.

ეს დანაშაულები წყვილმა ვიდეოკამერაზე ჩაწერა, რაც შემდგომში გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გახდა… სრულად

ასევე წაიკითხეთ:  სულ მეშინია, ჩემი მოგონებებიდან მამაჩემის სახე არ წაიშალოს.. უშეცდომო ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა“ – ნანკა კალატოზიშვილი

4 ქალის ისტორია, რომელთა საფლავებთან მიახლოება დღემდე ეშინიათ

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

  ვინ იყო კაცი, რომელსაც 40 წლის წინ სამეგრელოში კერძო ზოოპარკი ჰქონდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი