შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირები: 1972 წელს დაბადებული ლ.ა. და 1972 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულები საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდნენ. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ლ.ა.-ს თანნაქონი მცირე ზომის ჩანთიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ხოლო გ.ჭ.-ს გან ამოღებულია 336 აბი ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოტექსი”, რომელიც ბრალდებულმა საქართველოში სხეულით შემოიტანა.
პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c-2/
sheniekimi.ge/ambebi
