შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემააშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა იმ ქსელს, რომელიც ირანიდან და რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უკანონო ტრანსპორტირებას ეწევა.

ხაზინის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სანქციები შეეხება ორმოცდაათზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს და ორმოცდაათზე მეტ ტანკერს, რომელიც ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩევლის შვილის, მოჰამად ჰოსეინ შახმანის მიერ კონტროლირებად ქსელში შედის.

„ეს ქსელი ირანიდან და რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და მსოფლიოში სხვა პროდუქციის ტრანსპორტირებით არის დაკავებული. საქონელს ათეულობით მილიარდი დოლარის შემოსავალი მოაქვს“, – აღნიშნავენ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტში.

აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკონ ბესენტის განცხადებით, მისი უწყების აღნიშნული ნაბიჯი 115 სასანქციო ღონისძიებას მოიცვას და ირანზე ზეწოლის კამპანიის ფარგლებში არის უმსხვილესი, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია აწარმოებს.

  მაკიაჟი ზაფხულში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი